კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე საქართველოს სუპერთასის მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

არსებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოსა" და "ჩიხურას" შორის გამართულ საქართველოს სუპერთასის მატჩზე მოხდა.

"ჩიხურას" დირექტორისა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში არბიტრების საკითხის განხილვის შემდეგ გადაიზარდა.

"მოგესალმებით. მსურს, გამოვეხმაურო უსიამოვნო ინციდენტს, რომელიც მოხდა ჩემსა და საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორს შორის.

მე, როგორც საჯარო პირს,
მაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც ალბათ, უპირველესი უნდა იყოს ყოველთვის და ყველა ვითარებაში, მაგრამ მეორე მხრივ, დამეთანხმებით, ძნელია თავი შეიკავო, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ (თანაც, დაუმსახურებელს) შენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ბილწსიტყვაობენ. რა თქმა უნდა, ამით არ ვამართლებ ჩემს საქციელს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვწუხვარ მომხდარ ფაქტზე.

აქვე, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ხსენებული ვალდებულება აქვს ყველა ოფიციალურ პირს მატჩის მონაწილე თუ მომსახურე პერსონალის მიმართ. დაუშვებელია ნებისმიერი უპატივცემულობა მსაჯებისა და სხვა ოფიციალური პირებისადმი, რაც ხშირად ზღვარგადასულ ქმედებაში გამოიხატება.

მოვუწოდებ კლუბების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, პატივი ვცეთ ერთმანეთს და პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს", - წერს ჭუმბურიძე.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურა" 85-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, ხოლო შემდეგ "ტორპედომ" 2 გოლის გატანა მოახერხა და ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
სახლში წადი პატივცემულო და სხვა ხელობას მოჰკიდე ხელი- ეს საქმე არ იცი!!!!!
jino
14:59 01-03-2018
1
ტყულად არავინ გლაძღავთ, არაფრის მაქნისები რომ ხართ მაგიტოც გლანძღავენ. თქვენ კიდე ქუჩიდან მოსულები ხართ, ახსნა–განმარტების და პასუხის გაცემას ცემა–ტყეპა გირჩევნიათ. სირცხვილია ის რაც მოხდა, რაც ამ კაცმა ჩაიდინა და რეაგიება უნდა მოყვეს ამ ყველაფერს. მაგრამ მთვარი მაინც მიზეზია, ერთია ის რომ უმაქნისობოთ აფუჭებთ საქმეს და მერო კიდე განზრახ ქმედებით. "დაუმსახურებლადო" მაგრა გამეცინა. ჯალათი ვადაჭკორიას დამკვეთევი ხართ :D
Gff-ს
13:10 28-02-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული