უჩა სოსიაშვილი: "მოსამზადებელი ეტაპი ჩვენ ორ ნაწილად დავყავით. პირველი ნაწილი თბილისში გავიარეთ, მეორე ნაწილი - თურქეთში, სადაც შვიდი ამხანაგური თამაში გავმართეთ.
ეს ამხანაგური თამაშები ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენი ახალი ფეხბურთელები ერთად შეთამაშებულიყვნენ. ამით იყო განპირობებული სწორედ ის, რომ შეკრებაზე 7 შეხვედრის ჩატარება მოგვიწია.
რაც შეეხება თამაშებს, ეს ემსახურებოდა ფიზიკური და ტაქტიკური თვისებების გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიზნით გამოვიყენეთ მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილი.
ამ ეტაპზე ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ
ბუბა დაუშვილი: "მოხარული ვარ, რომ ვირიცხები "სამტრედიაში". თურქული შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოგვივიდა. ორჯერადი ვარჯიშები იყო და გუნდი მოედანზე სრულფასოვნად დაიხარჯა.
მზად ვართ ჩემპიონატის დაწყებისთვის, რომ ყველა თამაში დავამთავროთ წარმატებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრის მხარდაჭერის და ალბათ, იმ დასახულ მიზნებს მივაღწევთ, რომლებიც ჩაფიქრებული გვაქვს.
კლუბში კარგი განწყობაა და ყველანი მზად ვართ, ჩავერთოთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. უნდა ვიბრძოლოთ ჩემპიონობისა და საპრიზო ადგილებისთვის".
ძნელია ამ ეტაპზე კლუბს საპრიზო ადგილზე გასვლა ვინმემ მოსთხოვოს , მაგრამ თუკი ეს მოხდება ცუდი არ იქნება,დღევანდელ მისავათებულ ჩემპიონატში ყველაფერია მოსალოდნელი.სამიზნე ნომერ პირველი უნდა იყოს ტორპედოს დამარცხება ყოველ შეხვედრაზე,თუკი ამას იზამთ დანარჩენს ყველაფერს გულშემატკივარი გადაიტანს!
პატიოსნად ვიტყვი რომ უკიდურესად დაბალი ნდობით ვარ ფატიჩისა და ვეილის მიმართ!