კლუბსა და ფეხბურთელს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. სანია უკვე საქართველოშია და დღეიდან გუნდთან ერთად აქტიურ ვარჯიშს შეუერთდება.
ფეხბურთელი ფრანგული "სენტ ეტიენის" აღზრდილია. 28 წლის ნახევარმცველის ბოლო კლუბი პორტუგალიური "უნიაო მადეირა" გახლდათ.
სენეგალელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 350 ათასი ევროა, თუმცა "სამტრედიას" ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
წარმატებები!