ეროვნული ლიგა. II ტური: "საბურთალომ" ზესტაფონში "კოლხეთი" დაამარცხა

AutoSharing Option
10 მარტს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "კოლხეთი" ეროვნული ლიგის მეორე ტურში "საბურთალოსთან" დამარცხდა - 1:4.

მე-20 წუთზე საჯარიმოში გოგბერაშვილი მოცელეს, თერთმეტმეტრიანი გოგონაიამ შეასრულა ზუსტად - 1:0. ამის შემდეგ ფოთელთა მეკარემ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. მან ჯერ თავისი მცველის მახარაძის უხერხულად მოგერიებული ბურთი უკუაგდო, ხოლო შემდეგ ვოლკოვს არ გაატანინა გოლი.

სტუმართა მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა შეცვლაზე ტატანაშვილი და რეხვიაშვილი შეუშვა, შეტევა გააძლიერა, მეორე ტაიმში დედაქალაქელთა უპირატესობა გამოიკვეთა, რაც მათ მიერ გატანილ 4 გოლში აისახა.

უნდა აღინიშნოს გუნდებს შორის კლასში უდიდესი სხვაობა და
ასეთი თამაშით "კოლხეთს" ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება.

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
კოლხეთი - საბურთალო 1:4
გოლები: 1:0 ლაშა გოგონაია (20, პენ), 1:1 თორნიკე გორგიაშვილი (47), 1:2 გიორგი კოხრეიძე (54), 1:3 გიორგი რეხვიაშვილი (76), 1:4 დიმიტრი ტატანაშვილი (88, პენ)

კოლხეთი (4-4-1-1): ალეკსეი სოლოსინი, ბორის მახარაძე, ლაშა გოგონაია (კ), პატერსონ კაბორე, გიორგი კილასონია, ზურაბ არზიანი (თორნიკე ჯიმშელეიშვილი 67), სერგეი დანილოვი, ლევან კაკულია (თორნიკე ჩუბითიძე 82), ვალიკო ტყემალაძე, ვლადიმირ გოგბერაშვილი (გიორგი არქანია 82), ილია მიხაილოვი

მთ. მწვრთნელი: კონსტანტინ გალკინი

საბურთალო (4-5-1): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი (დიმიტრი ტატანაშვილი 35), გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია (გიორგი რეხვიაშვილი 46), თედორე გრიგალაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე (გურამ გოშთელიანი 81), დავით ვოლკოვი, გიორგი კოხრეიძე

მთ. მწვრთნელი: გირგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლოკომოტივიც მალე გვერდიტ დაუდგება ფოტს
1
ფოთში ნარკომან ჯაკობიას რომ მიანდეს ფეხბურთი მაშინ იყო მათი საქმე წასული. ლეგიონერები მკვდარი, მწვრთნელიც ზედ მიყოლებული. გალკინის დონის მწვრთნელი თუ არაა ფოთში დაშალეთ მაშინ ეგ გუნდი საერთოდ.
andro
22:24 10-03-2018
0

სიახლეები პოპულარული