
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე უკრაინასთან და ჩეხეთთან გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს, nakrebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე კი ხვიჩა კვარაცხელია არ ჩანს, თუმცა მიზეზი გაირკვა.
ფეხბურთელის მეუღლემ, ნიცა თავაძემ თავის "ინსტაგრამზე" პოსტი სურათითურთ გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მათ ვაჟიშვილი, დამიანე მონათლეს.
![გაირკვა რატომ შეუერთდა კვარაცხელია ნაკრებს მოგვიანებით [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/5373451476834b7c91ba6f2786211cea.jpg)
![გაირკვა რატომ შეუერთდა კვარაცხელია ნაკრებს მოგვიანებით [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/5373451476834b7c91ba6f2786211cea.jpg)
ხვიჩა საღამოს შეუერთდა "ჯვაროსნებს" და დღეიდან ვარჯიშს შეუდგება. "ხვიჩაც შემოგვიერთდა და ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა", - წერია ნაკრების "ფეისბუქის" გვერდზე.