ეროვნული ლიგა. III ტური: "სამტრედიამ" "დინამოს" წინააღმდეგობა ვერ გაუწია [VIDEO]

AutoSharing Option
16 მარტს, ეროვნული ლიგის მე-3 ტურში თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "სამტრედია" - 3:1 და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მე-10 წუთზე ზივზივაძემ ივანიშვილის პასით ანგარიში გახსნა, მე-13 წუთზე კი შულაიამ კიტეიშვილის გადაცემით მეორედ დალაშქრა სტუმართა კარი და შეხვედრას დასაწყისშივე დაეკარგა ყოველგვარი ინტრიგა.

84-ე წუთზე კუციამ თავზე გადაუგდო ბურთი კარიდან ოდნავ წინ გამოსულ მეკარე მიგინეიშვილს, ხოლო 89-ე წუთზე ჩაჩუა საჯარიმოში ძალამიძემ წააქცია და პენალტი ვეილმა გამოიყენა.

თბილისი. "დინამო არენა".
დინამო - სამტრედია 3:1
გოლები: 1:0 ბუდუ ზივძივაძე (10), 2:0 აკაკი შულაია
(13), 3:0 გიორგი კუცია (84), 1:3 ლუკას ვეილი (89, პენ)
დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია (მიხეილ ერგემლიძე 90+1), დიმიტრო ივანისენია (ლაშა ქოჩლაძე 90+2), გიორგი ივანიშვილი (ნიკა ძალამიძე 77), ბუდუ ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

სამტრედია (3-4-3): ომარ მიგინეიშვილი, უჩა ლობჟანიძე (ნიკოლოზ ხაჩიძე 60), ანრი ნდონგი, ვაკო ბაჩიაშვილი, რომან ჩაჩუა, ივან ფატიჩი, გიორგი განუგრავა (შოთა კერძევაძე 46), მურთაზ დაუშვილი (კ), დათო კირკიტაძე, ლუკას ვეილი, სიდი სანია (გიორგი ერისთავი 46)

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი 


მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთი უმსგავსო კლუბის მენეჯმენტისა და უხერხემლო მწვრთნელების გამო კლუბები ვერ ვითარდებიან და ისეთი სუსტი,არაფრისმქნელი კლუბები, როგორიცაა დინამო და ტორპედო ხდებიან ჩემპიონები...
სანამ ეს უმსგავსობები არ დამთავრდება კლუბებში,სანამ არ აიკრძალება 1 წლიანი და 6 თვიანი კლუბები, ეს მუდამ ასე იქნება.
ანტიფეხბურთი
13:30 17-03-2018
0
აბა მოეწყვეთ სოსიაშვილი, ომანაძე, შალამბერიძე და სახლისაკეენ!!!...
samtrezia
11:54 17-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული