კახა კაჭარავა: "დინამომ" გამოიყენა მისი მომენტები, "სამტრედიამ" ვერა

AutoSharing Option
დღეს, 16 მარტს ეროვნული ლიგის მესამე ტურში თბილისის "დინამომ" "სამტრედია" დაამარცხა. მატჩის შემდეგ დასრულებულ შედეგზე კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა ისაუბრეს.

უჩა სოსიაშვილი: მატჩი საკმაოდ მძიმედ დავიწყეთ, რამაც გავლენა იქონია მთლიან შეხვედრაზე. ამის შემდეგ თამაში დავალაგეთ, გვქონდა სამი რეალური საგოლე მომენტი. მატჩი სანახაობრივი გამოვიდა და ორივე გუნდს გვქონდა რეალური საგოლე შანსები.

მეორე ტაიმში სისტემა შევცვალეთ, დავიმატეთ ფორვარდი და დავიწყეთ შუა ხაზიდან აქტიურად შეტევა. დავმარცხდით 1:3 და ვფიქრობ, ეს ჩვენი პირველი ათი წუთიდან გამომდინარე, ლოგიკური შედეგი იყო.

- რატომ არ იყო ინტერს გიი
განაცხადში?

- ჩემსა და გიის შორის იყო გაურკვევლობა, მაგიტომ ვერ მოხვდა განაცხადში. თუმცა, ამჟამად ყველაფერი მოგვარებულია.

- "სამტრედია" 5 მცველით თამაშობს, გუნდს აქვს პოტენციალი რომ შეუტიოს და რატომ არ კეთდება აქცენტი შეტევაზე?
- ვერ დაგეთანხმებით, ჩვენი სისტემა რეალურად მოიცავს 4-3-3 განლაგებას და ამ თამაშშიც იგივე ტაქტიკას ვიყენებდით, ხოლო მეორე ტაიმში სიტუაციიდან გამომდინარე გადავაწყვეთ 4-4-2-ზე.


კახა კაჭარავა: სანახაობრივი მატჩი იყო, ორივე გუნდს ჰქონდა რეალური საგოლე მომენტები. "დინამომ" გამოიყენა მისი მომენტები, ხოლო "სამტრედიამ" - ვერა. "სამტრედიას" ახალი გუნდი ჰყავს, ახლა ალაგებენ თამაშს და საკმაოდ კარგი გუნდია. გულშემატკივარმა იხილა შემტევი ფეხბურთი და საკმაოდ  ლამაზი სანახაობა .

როგორ შეაფასებდით ნიკა ძალამიძის თამაშს, რომელსაც დებიუტი ჰქონდა?
- ნიკას დიდი გამოცდილება აქვს, ახალ გუნდში თამაში რთულია. ნიკამ დღეს კარგათ ითამაშა და მჯერა რომ უფრო მოუმატებს, შესაბამისად მომავალში უფრო მეტს მოვითხოვ მისგან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აცრილი ხართ კომენტარების გამოქვეყნებაზე?
ანტიფეხბურთი
13:25 17-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული