"შევარდენმა" პრაღის "სლავიას" ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარმა "შევარდენმა", პრაღის "სლავიასა" და აზერბაინის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ფარიდ ნაბიევი დაიმატა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, Sportall.ge, კლუბის პრეზიდენტ გეგი კიკაბიძეს დაუკავშირდა.

"ფარიდ ნაბიევი უახლოეს დღეებში ჩამოვა თბილისში. საზაფხულო პაუზამდე დაგვეხმარება და შემდეგ ისევ "სლავიაში" დაბრუნდება.

მომდევნო თამაშებში დაგვეხმარება და იმედი გვაქვს, რომ დადებითი შედეგის მოპოვებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩვენთან იჯარით გადმოდის.

მის შესახებ ინფორმაცია მიხეილ ხუციშვილმა
და ლევან ზუხბაიამ მოგვაწოდეს. რა თქმა უნდა, დავინტერესდით, ვუყურეთ მის თამაშებს, გავარკვიეთ რომ აზერბაიჯანში მის ძლიან ეიმედებათ.

იმედისმომცემი და პერსპექტიულ ფეხბურთელია. "სლავიას" 21 წლამდე გუნდში სტაბილურად ასპარეზობს, მაგრამ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გარკვეული დროის მანძილზე ზრდასული ასაკის მქონე პროფესიონალურ გუნდში ეთამაშა.

იყო გარკვეული ვარიანტები, მაგრამ საბოლოო ჯამში მის ჩვენთან გადმოსვლა გადაწყდა. დარწმუნებული ვარ მისი ეს ნაბიჯი როგორც "შევარდენისთვის", ასევე თავად ფეხბურთელისთვისაც მომგებიანი იქნება", - აღნიშნა კიკაბიძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული