ეროვნული ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია
  • ბაქარ მირცხულავა და დემურ ჩიხლაძე, ორივე საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელია, გამოყენებულია ძველი ფოტო ახლის არარსებობის გამო

Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებს. საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურის თერთმეტეული ჩვენი ვერსიით ასე გამოიყურება:

როინ კვასხვაძე - ქუთაისელთა "კიპერის" აქტიური მოქმედების შედეგია, რომ "ტორპედომ" ამ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. მატჩის დასაწყისში "ლოკომოტივის" შემტევები რამდენჯერმე დაემუქრნენ მის კარს, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარე შეუვალი გამოდგა.

ბაქარ მირცხულავა - უკვე მეორე მატჩია, მირცხულავა დიდ როლს თამაშობს, რომ საჩხერელებთან მეტოქის თავდასხმას განსაკუთრებით უჭირს და ვერ ახერხებენ შეტევების ბოლო ფაზამდე მიყვანას.  25 წლის მცველმა
სეზონი კარგად დაიწყო და "ჩიხურასთვის" ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იქნება.

შოთა კაშია - საჩხერელთა ვეტერან კაპიტანს ძალიან კარგი მატჩი გამოუვიდა. ის ნამდვილი ლიდერივით თამაშობდა - ყველგან იყო, სადაც გუნდს სჭირდებოდა და სადაც "რუსთავის" შეტევა იწყებოდა.

ლევან ხარაბაძე - "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდიდან დაწინაურებული 18 წლის მარცხენა მცველმა ძალიან კარგად დაიწყო სეზონი. ის სტაბილურობით გამოირჩევა და "სამტრედიასთანაც" მისი ფლანგი ძირითადად გაუვალი ზონა იყო.

დემურ ჩიხლაძე - 21 წლის ნახევარმცველი "ჩიხურა"-"რუსთავის" შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამოჩნდა. შემოსვლიდან კი ორი მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა და ერთი 92-ე წუთზე დავით იონანიძის გოლით დასრულდა.

გიორგი კოხრეიძე - ახალგაზრდა ტალანტს საოცარი პროგრესი აქვს. უკვე მესამე მატჩი ჩაატარა და მისი მოძრაობები ბევრ მცველს თავბრუს ახვევს. ამჯერად პენალტი გამოიმუშავა და თვითონვე ზუსტადაც შეასრულა. ეს 19 წლის შემტევის მეორე გოლი იყო ამ სეზონში.

გიორგი დიასამიძე
- "ლოკომოტივიდან" გადაბარგებული დიასამიძე "საბურთალოს" ნახევარდაცვაში კარგად ირჯება. თბილისელთა თითქმის ყველა შეტევას ის იწყებს და "დილასთანაც" ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის ბევრ მცდელობას გორელებთან ერთი გოლიც მოჰყვა.

ოთო კიტეიშვილი - "შეუჩერებელი", ასე შეგვიძლია ვუწოდოთ "დინამოელთა" კაპიტანს, რომელიც მხოლოდ ლიდერი კი არა, არამედ გუნდის ღერძიცაა. ახალგაზრდა შემტევი ნახევარდაცვაში კარგად ირჯებოდა, შემტევებსაც პასს არ აკლებდა და ერთ ასეთ გადაცემას აკაკი შულაიას გოლი მოჰყვა.

აკაკი შულაია - დარბის, დარბის, არ ჩერდება, ვინ არის?! თბილისელთა შემტევი "სამტრედიასთან" მატჩში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. შედეგად გოლი გაიტანა და ომარ მიგინეიშვილის კართან ხიფათი რამდენჯერმე შექმნა.

ბუდუ ზივზივაძე
- დანიელებისგან უარყოფილი ფორვარდი საქართველოს ჩემპიონატში სასურველ ფორმას იბრუნებს და მალე მისი აჩრდილი აღარ ირბენს მოედანზე. ცოტა ემოციური მომენტიც კი იყო ალბათ სამტრედიელი ქომაგისთვის, როცა შენი გუნდის ყოფილი ვარსკვლავი გოლს გიტანს და შემდეგ აღნიშნავს.

ლევან კუტალია - ეროვნული ლიგის მესამე ტურში საუკეთესო ფეხბურთელადაც შეგვიძლია დავასახელოთ. ის "რკინიგზელებმა" უბრალოდ ვერაფრით შეაჩერეს. კუტალიამ მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა და ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა. ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა ასეთ კარგ სერიას ლევანი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა გადაეკიდეთ ეს სამტრედიელები ამ ბუდუს.. ეგ ბიჭი თუ რამეს წარმოადგენს, ცეცაძის და ლორთქიფანიძის დამსახურებაა... ვერ შეიშვნეთ კარგი მწვრთნელები და ფეხბურთელები.. მადლობა უთხარით გუნდს და მწვრთნელებს ჩემპიონები რომ გახდით... 50% მაგ ბიჭს მართლაც ეკუთვნის გამარჯვებაში...გოლი თქვენ კიარა ფეხბურთელებს გააქვს..
irakli kutaiski
16:51 20-03-2018
0
dinamom gamogagdo da samtrediam pexze dagayenaa da ese gaukete ara samtredielebs... ganaxeben samtrediashi ra rogor unda gaaketoooo....... chamoxval aq..
budu samtrediashi ar chamoxvidee
15:42 20-03-2018
5

სიახლეები პოპულარული