ეროვნული ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია
  • ბაქარ მირცხულავა და დემურ ჩიხლაძე, ორივე საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელია, გამოყენებულია ძველი ფოტო ახლის არარსებობის გამო

Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებს. საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურის თერთმეტეული ჩვენი ვერსიით ასე გამოიყურება:

როინ კვასხვაძე - ქუთაისელთა "კიპერის" აქტიური მოქმედების შედეგია, რომ "ტორპედომ" ამ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. მატჩის დასაწყისში "ლოკომოტივის" შემტევები რამდენჯერმე დაემუქრნენ მის კარს, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარე შეუვალი გამოდგა.

ბაქარ მირცხულავა - უკვე მეორე მატჩია, მირცხულავა დიდ როლს თამაშობს, რომ საჩხერელებთან მეტოქის თავდასხმას განსაკუთრებით უჭირს და ვერ ახერხებენ შეტევების ბოლო ფაზამდე მიყვანას.  25 წლის მცველმა
სეზონი კარგად დაიწყო და "ჩიხურასთვის" ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იქნება.

შოთა კაშია - საჩხერელთა ვეტერან კაპიტანს ძალიან კარგი მატჩი გამოუვიდა. ის ნამდვილი ლიდერივით თამაშობდა - ყველგან იყო, სადაც გუნდს სჭირდებოდა და სადაც "რუსთავის" შეტევა იწყებოდა.

ლევან ხარაბაძე - "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდიდან დაწინაურებული 18 წლის მარცხენა მცველმა ძალიან კარგად დაიწყო სეზონი. ის სტაბილურობით გამოირჩევა და "სამტრედიასთანაც" მისი ფლანგი ძირითადად გაუვალი ზონა იყო.

დემურ ჩიხლაძე - 21 წლის ნახევარმცველი "ჩიხურა"-"რუსთავის" შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამოჩნდა. შემოსვლიდან კი ორი მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა და ერთი 92-ე წუთზე დავით იონანიძის გოლით დასრულდა.

გიორგი კოხრეიძე - ახალგაზრდა ტალანტს საოცარი პროგრესი აქვს. უკვე მესამე მატჩი ჩაატარა და მისი მოძრაობები ბევრ მცველს თავბრუს ახვევს. ამჯერად პენალტი გამოიმუშავა და თვითონვე ზუსტადაც შეასრულა. ეს 19 წლის შემტევის მეორე გოლი იყო ამ სეზონში.

გიორგი დიასამიძე
- "ლოკომოტივიდან" გადაბარგებული დიასამიძე "საბურთალოს" ნახევარდაცვაში კარგად ირჯება. თბილისელთა თითქმის ყველა შეტევას ის იწყებს და "დილასთანაც" ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის ბევრ მცდელობას გორელებთან ერთი გოლიც მოჰყვა.

ოთო კიტეიშვილი - "შეუჩერებელი", ასე შეგვიძლია ვუწოდოთ "დინამოელთა" კაპიტანს, რომელიც მხოლოდ ლიდერი კი არა, არამედ გუნდის ღერძიცაა. ახალგაზრდა შემტევი ნახევარდაცვაში კარგად ირჯებოდა, შემტევებსაც პასს არ აკლებდა და ერთ ასეთ გადაცემას აკაკი შულაიას გოლი მოჰყვა.

აკაკი შულაია - დარბის, დარბის, არ ჩერდება, ვინ არის?! თბილისელთა შემტევი "სამტრედიასთან" მატჩში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. შედეგად გოლი გაიტანა და ომარ მიგინეიშვილის კართან ხიფათი რამდენჯერმე შექმნა.

ბუდუ ზივზივაძე
- დანიელებისგან უარყოფილი ფორვარდი საქართველოს ჩემპიონატში სასურველ ფორმას იბრუნებს და მალე მისი აჩრდილი აღარ ირბენს მოედანზე. ცოტა ემოციური მომენტიც კი იყო ალბათ სამტრედიელი ქომაგისთვის, როცა შენი გუნდის ყოფილი ვარსკვლავი გოლს გიტანს და შემდეგ აღნიშნავს.

ლევან კუტალია - ეროვნული ლიგის მესამე ტურში საუკეთესო ფეხბურთელადაც შეგვიძლია დავასახელოთ. ის "რკინიგზელებმა" უბრალოდ ვერაფრით შეაჩერეს. კუტალიამ მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა და ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა. ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა ასეთ კარგ სერიას ლევანი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა გადაეკიდეთ ეს სამტრედიელები ამ ბუდუს.. ეგ ბიჭი თუ რამეს წარმოადგენს, ცეცაძის და ლორთქიფანიძის დამსახურებაა... ვერ შეიშვნეთ კარგი მწვრთნელები და ფეხბურთელები.. მადლობა უთხარით გუნდს და მწვრთნელებს ჩემპიონები რომ გახდით... 50% მაგ ბიჭს მართლაც ეკუთვნის გამარჯვებაში...გოლი თქვენ კიარა ფეხბურთელებს გააქვს..
irakli kutaiski
20 მარტი 2018 16:51
0
dinamom gamogagdo da samtrediam pexze dagayenaa da ese gaukete ara samtredielebs... ganaxeben samtrediashi ra rogor unda gaaketoooo....... chamoxval aq..
budu samtrediashi ar chamoxvidee
20 მარტი 2018 15:42
5
ვაიმეე ბუდუ
ბესო
23 მარტი 2018 02:03
0
შენ შეგეკითხება სად ჩავიდეს..ელოდეთ.)))))
gela
20 მარტი 2018 16:30
0
რა ობსტრუქციაზე საუბრობ?გუნდი ჩემპიონი გახადო და ქომაგისგან ობსტრუქციას უნდა ელოდოს? სადაური აზროვნებაა საინტერესოა...პატივისცემის მეტს რას იმსახურებს?
gela
20 მარტი 2018 14:48
1
,,ანტიფეხბურთი,, ეს წაიკითხე და გაიგებ რა აღნიშნა ბუდუმ!!!
https://www.sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/erovnuli-liga/116469-othosthvis-ras-aghnishnavda-budu-zivzivadzis-mier-aghmarthuli-maisuri.html
gio
20 მარტი 2018 13:09
1
არ გცონიდა შენ და ურევ,აღნიშვნა ერთია და მეორეა ოთოს მხარდაჭერა.ნუ გერევა და ნუ ურევ!
კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ ბუდუს ჰქონდა უფლება ეს გაეკეთებინა,იმსახურებდნენ,მაგრამ კლუბს ათასობით ქომაგი ჰყავს,იქეთაც უნდა გაეხედა,რომ არა ის ქოამგები,არც მისი წარმატება არ იქნებოდა.
ანტიფეხბურთი
20 მარტი 2018 13:41
1
რას იძახი ,,ანტიფეხბურთი,, გუნდიდან წასვლის მერე გოლი არავის გააქვს ყოფილ გუნდში? და ბუდუ რომ არ ყოფილიყო სამტრედია გახდებოდა ჩემპიონი? აი რომ გახდება მერე დაწერე ეგეთი ტონით...ვის გახეხავდა და რას გახეხავდა არაა შენი საქმე...
gio
20 მარტი 2018 13:00
1
კაპანაძემ ყვლაზე ლამაზი გოლი გაიტანა. შორიდან ცხრიანში.
ქუთაისელი-2
20 მარტი 2018 12:38
0
ბუდუს როგორც მოექცა სამტრედიის ხელმძღვანელობა,ისე მოექცა ის თავის საჩემპიონო კლუბს,აქ გასაკვირი არაფერი არ არის. მეორე საქმე ისაა სამტრედიაში რომ არ მომხვდარიყო ის,ვერც დანიას ნახავდა და კარგა მაგრად გახეხავდა მრავალ წელს დინამოს სათადარიგოთა სკამს.
სიმბოლურში რატომ შეიყვანეთ,გოლის გამო?
იმედია რომ ბუდუც და სხვებიც მალე ფორმაში ჩადგებიან, დაღვინდებიან,კლუბის ხელმძღვანელობას და ათასობით ქომაგს ერთმანეთში არ აურევენ. ეს რომ სამტრედიაში ჩავა ხომ მოუწყობს იქაური ქომაგი მას ობსტრუქციას,თუ იქაურ მატჩებში არ ითამაშებს ?
ანტიფეხბურთი
20 მარტი 2018 12:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული