დათა სიჭინავა: "რუსთავიდან" ჩემი წასვლის მთავარი მიზეზი მწვრთნელი გაზაევია

AutoSharing Option
დათა სიჭინავამ "რუსთავი" დატოვა და კარიერას დროებით ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ მარტვილის "მერანში" გააგრძელებს. ეს ინფორმაცია "ლელოსთან" თავად სიჭინავამ დაადასტურა.

"რუსთავი" მთავარ ქართულ ლიგას რომ დაუბრუნდა, ამაში დიდი წვლილი სწორედ დათა სიჭინავამ შეიტანა. შემტევი ნახევარმცველი 2017 წლის ბოლოს ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

წლეულს კი სიჭინავა "რუსთავის" სათადარიგოთა სკამიდან ერთადერთხელ წამოდგა - ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ სამ ტურში გუნდის კაპიტანი მოე
დანზე მხოლოდ ბოლო მატჩში, საჩხერის "ჩიხურასთან" გამოჩნდა და ისიც - შეცვლაზე.

"ლელო" დათა სიჭინავას დაუკავშირდა და მომხდარზე ელაპარაკა...

- ეს ნაბიჯი რამაც განაპირობა, ძნელი ასახსნელი არ არის...
- რა თქმა უნდა, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. გასული სეზონის შემდეგ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სეზონი დაიწყებოდა და თამაშის საშუალება არ მომეცემოდა. მხოლოდ "ჩიხურასთან" ვითამაშე და ისიც მცირე დროით. პირველ ტურებში რომ დავეყენებინე და ვერაფერი მექნა, სათადარიგოებში ყოფნას სამართლიანად ჩავთვლიდი. ჩემი ამ ნაბიჯის მთავარი მიზეზი "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი გაზაევია.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსთავს საბურთალოც რომ მოუგებს მერე მიხვდებიან ალბათ გაზაევი რომ უნდა გაუშვან სავარაუდოდ!!!
f.c.rustavi
16:37 28-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული