ეროვნული ლიგა. IV ტური:"დინამომ" "ტორპედოს" 2:0 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა ქუთაისის "ტორპედო".

მატჩი "დინამოს" შეტევებით დაიწყო და მე-13 წუთზე ზივზივაძემ გახსნა ანგარიში, შესვენებაზე გასვლის წინ კი მანვე მეორე გოლი გაუტანა საქართველოს ჩემპიონს.

მეორე ტაიმში "ტორპედო" ბევრს და უშედეგოდ ეცადა თამაშის გადარჩენას, ხოლო ზივზივაძეს ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ პირისპირ გასულს კვასხვაძემ არ დაანება ამის გაკეთება.

ერთი სიტყვით, "დინამომ" დამსახურებულად მოიგო ეს შეხვედრა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

თბილისი. "დინამო არენა".
დინამო - ტორპედო
2:0

გოლები: 1:0 ბუდუ ზივზივაძე (12), 2:0 ბუდუ ზივზივაძე (45+3)

დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია (ლაშა ქოჩლაძე 87), ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია(ნიკა ნინუა 90), დმიტრო ივანისენია (გიორგი ძალამიძე 73), გიორგი ივანიშვილი, ბუდუ ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, დავით ხურცილავა, გიორგი გურული, გიორგი ქიმაძე, თენგიზ წიქარიძე (გიორგი კუხიანიძე 73), გრიგოლ დოლიძე (მიშიკო სარდალიშვილი 67), ჯაბა ლიპარტია, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე (ბექა ტუღუში 13), ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 5 /
რავა ყველა ქუტაისელი იგიჟებს თავს ტორპედოს წინააღმდეგ----რა სახელიტ გადიხარტ უბანში როცა სახლში ხარტ
gela
01 აპრილი 2018 18:05
8
რას ბოდიალობ?! შენ რასაც ამბობ ეგ არაფროფესიონალიზმია! სადაც თამაშობ იმ გუნდისთვის ბოლომდე უნდა დადო თავი!
geno
02 აპრილი 2018 12:30
1
ტორპედომ მაგარი ბანძი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა,შეიძლება გუნდმა წააგოს,მაგრამ იბრძოლოს,წაგებას არ შეეგუოს რაც ვერ ვიტყვი ტორპედოზე.რაღაცნაირად სისხლგაყინული თამაშობდნენ,მით უმეტეს დინამოს წინააღმდეგ.
zas.
01 აპრილი 2018 18:57
4
დღეს ისეთი სიტუაციაა, სიბნელეში სინათლის გამოჩენას ჰგავს თითოეული დადებითი მოვლენა. არ არის დინამოს და ტორპედოს გარჩევის დრო. წარმატებებს ვუსურვებ ბუდუ ზივზივაძეს! იმედია მოუმატებს და შედეგიც იქნება!
გგგ
02 აპრილი 2018 07:52
0
5-თში ტორპედო დაამტკიცებს თავის სიძლიერეს,მინიმუმ 3 ბურთს გაუტანს სამტრედიას. ერთი თხოვნა არის, საღამოს 21 სათი ძალიან გვიან არის. შეიზლებოდა 20 სათზე დაწყებული იყო ეს სპარინგი!
ქუთაისელი-2
02 აპრილი 2018 12:00
0

სიახლეები პოპულარული