პირველი ტაიმი "სამტრედიას" უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, ეს შესვენების შემდეგ ფოთელმა გოგბერაშვილმა შეძლო, თანაც ორჯერ და თავის გუნდს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოუპოვა.
თბილისი. "მიხეილ მესხი".
სამტრედია - კოლხეთი 0:2
გოლები: 0:1 ვლადიმირ გოგბერაშვილი (54), 0:2 ვლადიმირ გოგბერაშვილი (58)
სამტრედია (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, ანრი ნდონგი, გიორგი ახალაძე, ვაკო ბაჩიაშვილი (რომან ჩაჩუა 75), ივან ფატიჩი, სიდი სანია (ანატოლი მესიაჩენკო 63), მურთაზ დაუშვილი (კ), დათო კირკიტაძე, გიორგი ერისთავი,
მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
კოლხეთი (3-4-2-1): ანდრი პოლტავცევი, გიორგი კილასონია, ბორის მახარაძე, ლაშა გოგონაია (კ), ვლადიმის პარამანიოვი, პატერსონ კაბორე, ზურაბ არზიანი (ლევან კაკულია 75), სერგეი დანილოვი, გიორგი კახელიშვილი, ვლადიმირ გოგბერაშვილი (გიგა ჭეიშვილი 89), ილია მიხაილოვი
მთ. მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე