"სამტრედია"-"კოლხეთის" დასრულების შემდეგ მოედანზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში "კოლხეთმა" სამტრედია" 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ კი მოედანზე ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც კი შეხვედრა დასრულდა, ფეხბურთელებს შორის ერთმანეთთან დამშვიდობების მომენტში გიორგი კახელიშვილმა ანრი ნდონგს თავზე ოდნავ წამოარტყა, რასაც გაბონელი მცველისგან რამდენიმე ძლიერი დარტყმა მოჰყვა.

არეულობაში ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთვნენ და ბოლოს მოედანზე გულშემატკივრებიც შემოიჭრნენ.


მკითხველის კომენტარები / 28 /
მოდი ასე ვთქვათ არასპორტული საქციელი ვინც გინდა იყოს არავის უნდა ეპატიოს ეხლა კახელას რო დაუშვილზე ეგ გაეკეთებინა მაგან იფიქროს რა მოუვიდოდაააააა.
samtredski
02 აპრილი 2018 10:47
1
დათო იცი რატომ წამოარტყა? თამაში რომ დდამთავრდა პირველი იმ გაბონელმა დაარტყა და კახელამ ისე უბრალოდ წამოარტყა. სანქციები იმედია არცერთ არ აცდება და უფრო მძიმე სამტრედიას.
ირაკლი
01 აპრილი 2018 22:58
5
რას იგონებ? საერთოთ იყავი სტადიოზე? მთელი თამაში იგინებოდა ეს კახელიშვილი და წამორტყმაზე მარტო ქართველებს კიარ გვაქვს უარყოფითი რეაქცია!
ნიკა
02 აპრილი 2018 00:02
4
რაც ჩანს, საცემი არაფერი უქნია, მაგრამ მარტო წამოთაქებისთვის არ გაარტყამდა ის გაბონელი.ზ
ანდრი
02 აპრილი 2018 07:46
2
მახსოვს 90-იან წლებში ფოთის კოლხეთი სერიოზული გუნდი იყო და მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაშინ ბავშვი ვიყავი და არაერთი კარგი მატჩი მახსოვს როცა რუსთავში ჩამოდიოდნენ, და რუსთავს ყავდა ძაან მაგარი გუნდი: ცხდაძე, კუდინოვი, კილასონია, ძმები კაპანაძეები, ამ შემადგენლობის რუსთავის მეტალურგმა თბილისი დინამო ჩაიხია და პირველად ისტორიაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მოიპოვა ასპარეზობის უფლება, მაგრამ მალე დაიშალა საბჭოთა პირველობა. დღეს რუსთვს გუნდი აღარ ყავს, უდიდესი ტრადიციების მქონე საფეხბურთო ქალაქი, რუსთავში ბავშთა ფეხბურთი მაღალ დონეზე იყო, უძლიერესი მწვრთნელეის შემადგენლობით.
დემე
01 აპრილი 2018 22:25
7
დემე!
ჯერ ჩაიხია რა სიტყვაა? მერე მეორე: რუსთავი შენ
"გურია"ში ან "ტორპედო"ში გერევა, რუსთავს პირველი ლიგაც არ ღირსებია არასდროს, მოეშვი რაღაცეების მოწევას, ჩემი რჩევა იქნება.........
ვასილიჩი
02 აპრილი 2018 09:40
2
ეტყობა მართლა ძალიან პატარა იყავი დემე,ვასილიჩი მართალს ამბობს.მაშინ იყო სსრკს უმაღლესი ლიგა,პირველი ლიგა და მეორე ლიგის 9 ზონა,რომლის ერთერთ ზონაშიც თამაშობდნენ 8 თუ 9 ქართული გუნდი,სომხეთის,აზერბაიჯანის და დასავლეთი რუსეთის გუნდები.იქ თამაშობდნენ ოზურგეთი(მახარაძე),სამტრედია,ბათუმი,გორი,ფოთი,თელავი,ტყიბული,სოხუმი,ლანჩხუთი და საქართველოს ჩემპიონატში წინა წელს გამარჯვებული გუნდი.ეს გუნდები ერთმანეთს ანაცვლებდნენ მაგრამ ძირითადში ამათ უწევდათ ამ ზონებში თამაში,თუმცა მერე და მერე,ლანჩხუთიც ჯერ პირველ ლიგაში გადავიდა,შემდეგ კი უმაღლესშიც,რუსთავი კი მაღალ ლიგაში ნამდვილად არ მახსოვს.
სოსო
02 აპრილი 2018 12:24
0
ყველა გამოხმაურება
ვაახ ამ "ჩახევაზე" რა ამბები დატრიალებულა)) რომ მეთქვა ფოთის კოლხეთმა სამტრედიის გუნდს ორით ნული "ჩახადა" თქო, წარმომიდგენია რა მოხდებოდა.)) რაც შეეხება რუსთავის გასვლას საბჭოთა პირველობაზე, ბოდიშს ვიხდი არასწორად მახსოვდა, ძაან პატარა ვიყავი მაგ დროს და ბუნდოვნად მახსოვს, თუმცა ზუსტად მახსოვს თბილისის დინამოს არაერთხელ მოვუგეთ ძმები კაპანაძეების, კილასონიას, ცხადაძის, კუდონივს შემადგენლობამ. ყველას კარგად გვახსოვს ცხადაძე ნაკრებში იყო და ასევე კუდინოვიც. ალბათ გახსოვთ მხოლოდ ორით ნოლი რომ მოგვიგო გერმანიამ, აი მაგ დროს თამაშობდნენ.
დემეტრე
02 აპრილი 2018 11:20
1
და ეს სამტრედიაა ევროტურნირებზე შედეგის დამდები? მეტი არაა ჩემი მტერი :( :( კიდევ ერთხელ შევრცხვებით :( :(
Kartveli
02 აპრილი 2018 02:53
1
ესე უბრალოდ კახელიშვილს არ დაეტაკებოდა მოხდა რაღაცა შეიძლება რასისტული გამოხტომა ჰქონდა კახელიშვილს რაც ძალიან ახლოსა სიმართლესთან მოკლედ თვითონ იტყვიან რაც მოხდა ჯგუფურ ჩხუბსაც შევსწრებივარ აფრიკელებსა და ჩვენებს შორის იქაც ისევ ჩვენები იყვნენ დამნაშავე და ჩვენები იყვნენ ჩხუბის ინიციატორები ..ძალიან მეეწვება რომ დამნაშავე ანრი იყოს გამონაკლისებიც ხდება რა თქმა უნდა იმედია გავიგებთ და ინიციატორი დაისჯება სამაგალითოთ ვინც არ უნდა იყოს მსგავსი ქმედებები ფეხბურთს აფუჭებს როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან სხვა გუნდებსაც გადაედებათ :დ
NIGHT
02 აპრილი 2018 17:49
7
ჩამობრძანდება სამტრედია 3დღეში ქუთაისში და თუ ეს გაბონელი ათამაშა და მან კიდევ დაიწყო მუშტების ქნევა რაც მოუვა ამას მთელი საქართველო ნახავს.მაგრამ მე მგონია არ ათამაშებენ ან აუხსნიან წინასწარ რომ რაც თბილისში შეიძლება გეპატიოს ის ქუთაისში არ გეპატიება და პასუხს გაგებინებენ ნამოქმედარზე." ქუთეისია ეს სიმონ,გაბონი კი არა,გეიგე ბეჭო!" მერე გამოვა კობიაშვილი და ჭკუის დარიგებას დაგიწყებს ქუთაისლებს.ამიტომ ეს გაბონელი არ უნდა ათამაშონ.
mamulo
02 აპრილი 2018 16:22
6
დემე - რუსთავს დინამო მაგ პერიოდში არასოდეს ჩამოუხევია რადგანაც რუსთავი თამაშობდა საბჭოთა კავშირის მეორე (რანგით მესამე) ლიგაში, ხოლო დინამო თამაშობდა უმაღლეს ლიგაში!
ზვიადი
02 აპრილი 2018 09:41
2

სიახლეები პოპულარული