ესპანეთი. ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" სტუმრად 1:0 მოუგო "ლეონესას". პაპაუნაშვილი 50-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე. ამ მოგებით არაგონული კლუბი პლეი-ოფის ზონაში შევიდა.
გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკომ" "ბარსელონას" დუბლებს 3:1 მოუგო, აბურჯანია კი სათადარიგო იყო.
ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა" შინ "ლუგოს" ანგარიშით 3:0 მოუგო. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. კაკაბაძემ 90+5-ე წუთზე საკუთარი საჯარიმოდან სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, მთელი მოედანი დრიბლინგით გაიარა და ხოსე მორენტეს საგოლედ უპასა.
01.04.18 ხიმნასტიკი - ლუგო 3:0. ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა
პორტუგალია. პრიმეირა. გიორგი მაკარიძის დებიუტი "რიუ ავეში" არა და არ შედგა, "ეშტორილთან" 2:0 მოგებულ თამაშში მაკარიძე განაცხადში არ ყოფილა.
სეგუნდა. ავთო ებრალიძის "ვიზეუმ" სტუმრად "კოვილია" 3:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი 68-ე წუთზე გამოცვალეს. სტუმრებმა ანგარიში ავთოს საგოლე პასის წყალობით გახსნეს.
ჰოლანდია. ერედივიზიე. გურამ კაშიას "ვიტესი" შინ "როდასთან" განადგურდა - 0:3. ქართველი კაპიტანი 70-ე წუთზე (0:1-ზე) გამოცვალეს.
ბელგია. ჟუპილერლიგა. გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" საჩემპიონო ჯგუფი სტუმრად "ანდერლეხტის" დამარცხებით დაიწყო - 2:0 და მე-2 ადგილზეა. მეორე გოლში მან მონაწილეობა მიიღო, მასთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მოცელეს საჯარიმოში სპაჟიჩი.
დანია. სუპერლიგა. ქართველთა "სილკებორგი" შინ "ჰელსინგორთან" დამარცხდა - 2:3. დავით სხირტლაძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო მათე ვაწაძე თამაშში მე-80 წუთიდან ჩაერთო.
საბა ლობჟანიძემ "ლიუნგბიუს" კარში პირველი გოლი მე-15 წუთზე გაიტანა. ამას 31-ეზე მეორეც მიაყოლა. "რანდერსმა" 2:0 იმარჯვა, ხოლო საბა 66-ე წუთზე შეცვალეს. ამ მოგებით გუნდმა ბოლო ადგილს თავი დააღწია. ეს საბას პირველი დუბლია სუპერლიგაში. მას ამ სეზონში უკვე 5 გოლი დაუგროვდა, ხოლო სეზონში მის ანგარიშზე 7 გოლია.
შვედეთი. ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილის (სათადარიგო) "გიოტებორგმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ტრელებორგსს".
პოლონეთი. ექსტრაკლასა. ნიკა კაჭარავას (90 წთ) "კორონამ" 1:0 მოუგო "ლეხიას". ლუკა ზარანდიას "არკამ" "ლეგიას" აჯობა - 1:0. ლუკა მოედანზე 82-ე წუთზე გამოვიდა.
ავსტრია. ბუნდესლიგა. გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" სტუმრად 4:2 მოუგო "მატერსბურგს". ქართველი 66-ე წუთზე გამოცვალეს. მანამდე მან ერთი საგოლე პასი მოასწრო.
ჩეხეთი. I ლიგა. ირაკლი სიხარულიძის (არ უთამაშია) "სლოვაცკო" შინ "ლიბერეცთან" 0:1 დამარცხდა.
სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. საჩემპიონო ჯგუფში გიორგი ბერიძის "ტრენჩინმა" სტუმრად "ჟილინა" გაანადგურა - 5:1. ქართველი ფეხბურთელი უკვე საბოლოო ანგარიშზე, 76-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე. ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წთ) "ტრნავა" სტუმრად "დუნაისკა სტრედასთან" დამარცხდა.
უნგრეთი. OTP. ქართველთა "ბალმაზივაროში" შინ "ვაშაშს" 1:1 დაუზავდა. ირაკლი მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), ხოლო ლაშა შინდაგორიძე 67-ე წუთზე გამოცვალეს, ბაჩანა არაბულს არ უთამაშია.
ალბანეთი. სუპერლიგა. ირაკლი ძარიას "კუკესიმ" სტუმრად 2:1 მოუგო "ფლამურტარის".
რუსეთი. პრემიერლიგა. ლიდერი "ლოკომოტივი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ამკართან". საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა წაგებულთა რიგებში. "ჩემპიონატის" შეფასება - 6,5 ბალი.
"ურალისა" და "რუბინის" დაპირისპირებაში გიორგი ჭანტურია მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა (1:1), თუმცა 84-ე წუთზე ისევ სკამს დაუბრუნდა - ქართველმა ტრავმა მიიღო.
ჯიმი ტაბიძის "უფა" შინ "ზენიტთან" დამარცხდა - 1:2. ქართველი მცველი 72-ე წუთზე გამოცვალეს (შეფასება - 6,5 ბალი). ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" 1:1 დაუზავდა გიორგი ლორიას "ანჟის". ქართველმა მეკარემ ჩემპიონატისგან 6,0 შეფასება მიიღო.
უკრაინა. პრემიერლიგა. ნიკა სანდოხაძის "კარპატიმ" 3:1 მოუგო ოდესის "ჩერნომორეცს". სამწუხაროდ, სანდოხაძე უკვე 28-ე წუთზე გახდა შესაცვლელი. მან მოედანი მხოლოდ ექიმის დახმარებით დატოვა. "კარპატის" მწვრთნელის ინფორმაციით, სანდოხაძემ ტერფის მყესები გაიწყვიტა.
ქართველთა "ვორსკლა" შინ "ვერესს" დაუზავდა - 0:0. ორივე ჩვენებური სათადარიგო იყო. ანდრო გიორგაძე ბოლომდე სკამზე დარჩა, ხოლო სანდრო კობახიძე შესვენების მერე გამოჩნდა.
დონეცკის "შახტარმა" სტუმრად "ზორიას" 3:0 მოუგო. ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. მან 96-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ბელორუსი. ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას "ნემანი" ჩემპიონატის პირველ ტურში შინ "ვიტებსკს" 1:1 დაუზავდა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს).
ლატვია. ვირშლიგა. თამაზ პერტიას "ლიეპაიამ" 1:0 მოუგო "რიგას". ლაშა შერგელაშვილმა და ბექა ვაჩიბერაძემ შეუცვლელად ითამაშეს, მათმა "რიგასმა" კი შინ "მეტას" 3:1 მოუგო.
ესტონეთი. პრემიუმლიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის (94-ე წუთზე გამოცვალეს) "ფლორამ" "კალევს" 1:0 მოუგო.
ყაზახეთი. პრემიერლიგა. ჯაბა ჯიღაურის (სათადარიგო) "ორდაბასიმ" სტუმრად "ატირაუს" 1:0 მოუგო. ერთბაშად ოთხი ქართველი ვიხილეთ "ყიზილ-ჟარისა" და "ტობოლის" შეხვედრაში (1:2). მასპინძელთა რიგებში სამივე ქართველმა: გოგიტა გოგუამ (გააფრთხილეს), შოთა გრიგალაშვილმა და გიორგი ფოფხაძემ, შეუცვლელად ითამაშა, სტუმრებში კი თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი კი სათადარიგო იყო. ლაშა კასრაძის (90 წთ) "ჟეტისუ" სტუმრად ყარაღანდის "შახტარს" დაუზავდა - 1:1.
უზბეკეთი. სუპერლიგა. ელგუჯა გრიგალაშვილისა და გიორგი კვესიეშვილის "ყიზილქუმმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "სოგდიანა". ამაში ლომის წილი გრიგალაშვილს მიუძღვის. მან მეორე ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა. კვესიეშვილი სათადარიგო იყო.
შოთა არველაძის "ფახთაქორმა" "ნეფთჩის" 3:0 მოუგო. კახა მახარაძის (90 წთ) "ლოკომოტივი" სტუმრად "ოლმალიქთან" დამარცხდა - 0:1.
ირანი. პროლიგა. გიორგი გველესიანის "ზობ აჰანმა" 3:0 მოუგო "ტრაქტორს". ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს).
აშშ. MLS. ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისმა "სან ხოსემ" შინ "ნიუ იორკ სიტისთან" 1:2 დათმო.