ქართველი ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნში"? გავრცელებული ამბავი ტყუილი აღმოჩნდა

AutoSharing Option
გუშინ რამდენიმე საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად ფეხბურთელის მამას, ბადრი კვარაცხელიას დაუკავშირდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ "სამტრედიის" მწვრთნელად დაინიშნა.

"საიტებზე არასწორი ინფორმაცია გამოქვეყნდა. ჩემი შვილი გერმანიაში ნამდვილად იმყოფებოდა, მაგრამ მიზეზი სულ სხვა იყო.

მიუნხენში ჩემი ძმისშვილები ცხოვრობენ და ხვიჩა "ბაიერნის" თამაშზე მათ დაპატიჟეს.

"ბაიერნიდან" არანაირი ინტერესი არ არის. არის რაღაც კლუბის ვარიანტები, რომლებზეც ახლა საუბარი არ მსურს.

მინდა, რომ ჩემმა შვილმა ერთი წელი კიდევ საქართველოში ითამაშოს და
ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება", - აღნიშნა ბადრი კვარაცხელიამ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტყუილების ოსტატები კი ხართ, მარა ჩვენც ვიცოდით, რომ გვატყუებდით.
Status quo
13:52 13-04-2018
1
ჟურნალისტი თუ ხარ კი უნდა იცოდე კაცმა რომ "რამდენიმე დღის უ კ ა ნ" შეცდომაა და ქართულ ენაში წარსულის მოხსენიება - წ ი ნ -ით განისაზღვრება..თუმცა იმაზეც მადლობელი ვარ რამდენიმეს მაგივრად რამოდენიმე რომ არ დაწერეთ.!
ლაშა ბეგიაშვილს
11:23 13-04-2018
0

სიახლეები პოპულარული