ჩხეტიანი აზერბაიჯანლებს: ამჟამად თქვენი ჩემპიონატი უკეთესია

AutoSharing Option
აზერბაიჯანულმა გამოცემამ azerisport.com-მა ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს ესაუბრა. ქუთაისელთა თავკაცმა ქართული და აზერბაიჯანული ჩემპიონატის სახესხვაობაზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

"ჩვენთვის ბოლო სეზონი დაძაბული აღმოჩნდა, რადგან ჩემპიონი ბოლო შეხვედრაში გაირკვა.  ჩვენმა ბიჭებმა თავიანთი ამოცანის შესრულება შეძლეს და ჩემპიონატი დამსახურებულად მოიგეს.

აზერბაიჯანულ და ქართულ ფეხბურთს შორის დიდი განსხვავებაა, რაც ინფრასტრუქტურაზე და ბიუჯეტზე აისახება. რა თქმა უნდა ყველაფერს არ წყვეტს ფული, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.  თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც გსურთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემპიონატის მოგების გარანტიას არ გაძლევთ. მე მინდა ვთქვა,
რომ ფული მნიშვნელოვანი ფაქტორია.

აზერბაიჯანში საუკეთესო გუნდი "ყარაბაღია", რადგან მათ კარგი პირობები აქვთ. "ყარაბაღის" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა, პირველ რიგში სპონსორების წარმატებაა. რა თქმა უნდა მთავარი მწვრთნელისაც, რომელმაც სწორი სამუშაო გასწია.

მე ვფიქრობ, რომ ამჟამად თქვენი ჩემპიონატი უკეთესია, ვიდრე ქართული. თქვენ კლუბებს შეუძლიათ სასურველი ლეგიონერების შეძენა, რაც იწვევს ჩემპიონატის მაღალ დონეს. საქართველოში არ არის იმდენი ფული, რომ ძლიერი ლეგიონერები მოიყვანონ, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე უთამაშიათ. თუ ლეგიონერი სუსტია, მე ადგილობრივი მირჩევნია. უცხოელი მოთამაშე უნდა იყოს ათჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე ადგილობრივი.

არ მინდა "ყარაბაღს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე შევხვდე (იცინის). თუ ჩვენ დავუპირისპირდებით, მაშინ ჩვენთვის ძალიან რთული იქნება.  "ყარაბაღს" ამჟამად კარგი გამოცდილება აქვს,  ჰყავს ძლიერი ლეგიონერები და ადგილობრივი ფეხბურთელები. მაგრამ, თუნდაც "ყარაბაღს" დავუპირისპირდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ - ბრძოლის გარეშე სპორტი არ არის.

ყურბან ყურბანოვი კარგი ფეხბურთელი იყო. როცა აზერბაიჯანში ვთამაშობდი, კარიერა მაშინ დაასრულა. მას აქვს კარგი სათამაშო ფილოსოფია და უყურებს ფეხბურთს. ყურბანოვი შრომისმოყვარე ადამიანია და მისი მიზნები დიდია, მან წლების მანძილზე მაღალი დონის გუნდი შეინარჩუნა. მინდა ყველაფერი კარგი ვუსურვო " - განაცხადა ჩხეტიანმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან საუბრისას.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია ეს კაციი
ასევე
18:03 22-04-2018
3
კარგი აღიარებაა!
spec nazi
13:57 22-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული