გორის "დილა": მატჩის კომენტატორმა მიკოლა კოვტალიუკს იმიჯი შეულახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორის "დილამ" ოფიციალურ Facebook-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "დილა"-"დინამოს" მატჩის კომენტატორის მიერ მათი გუნდის ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი დისკრედიტირებულ იქნა.

"სკ გორის "დილა" მიიჩნევს, რომ "დილა"-"დინამო" მატჩის კომენტატორის მიერ იქნა დისკრედიტირებული გორის "დილას" ფეხბურთელი მიკოლა კოვტალიუკი და შელახულ იქნა ფეხბურთელის იმიჯი.

მისი ფრაზა ფეხბურთელის მიმართ - "ვერ შეაგნებინა მარტივი ჭეშმარიტება", იმის გათვალისწინებით, რომ თავადვე აღნიშნა, რომ ვერ დაინახა ეპიზოდი კარგად, - არის შეურაცხმყოფელი...

იმედს ვიტოვებთ, რომ შემდგომში მსგავსი განცხადებებისგან, მატჩის ტრანსლაციის მიმართ დიდი ინტერესიდან და მრავალრიცხოვანი აუდიტორიიდან გამომდინარე, თავს შეიკავებენ
კომენტატორები და მიუკერძოებლად წაიყვანენ პირდაპირ რეპორტაჟს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეხვედრას კომენტატორი ირაკლი იმედაძე უძღვებოდა.

▶ ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
Komentatoris garda yvelaferia, saidan miyavt es robotebi
dato
08:18 15-12-2020
0
მოვითხოვ, გორის "დილამ" ოფიციალურად უკან წაიღოს თავიანთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შეურაცმყოფელი განცხადება და ბოდიში მოუხადოს როგორც მატჩის კომენტატორს - ირაკი იმედაძეს, ასევე "დინამოს"ფანებსაც.
როგორც ხედავთ, არც ისე ბნელა, როგორც გგონიათ!
მოვუწოდებ "დილას" ადმინისტრაციას,შემდგომში თავი შეიკავონ ასეთი ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებებისაგან!!!
givi.
01:57 21-12-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული