ეროვნული ლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია
  • ანდრეი პოლტავცევის (კოლხეთი), ვლადიმირ პანამარიოვის (კოლხეთი), თამაზ მაქაცარიას (რუსთავი) გამოყენებული სურათი არ ასახავს ამჟამინდელ საკლუბო ფოტოს.


Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებს:

Sportall.Ge

ანდრეი პოლტავცევი (კოლხეთი) - უკრაინელი მეკარე ძალიან კარგი იყო ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩში. მისი დიდი წვლილია, რომ მოქმედ ჩემპიონს მეტი გოლის გატანის საშუალება არ მიეცა.

ლევან ხარაბაძე (დინამო) - ახალგაზრდა მცველი საკმაოდ აქტიური იყო გორის "დილასთან" შეხვედრაში. მან რამდენიმე სახიფათო შეტევაც წამოიწყო, თუმცა დასკვნით ფაზაში თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

ვლადიმირ პანამარიოვი (კოლხეთი) - მოედანზე
ძნელია, შეცდომა არ დაუშვა. რუსი ფეხბურთელიც ამ შეხვედრაში უშეცდომო არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე მომენტში მისმა მოქმედებამ გუნდი გადაარჩინა და იყო მომენტი, როცა მეტოქის კარებსაც შეუქმნა ხიფათი.

გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო) - თბილისელთა მცველი კვლავ განაგრძობს თავის წარმატებულ კარიერას ეროვნულ ლიგაში. მისი მოქმედებები, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში გამოსარჩევია.

ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა) - ახალგაზრდა შემტევი ეროვნულ ლიგაში აღმოჩენაა, საკმაოდ აქტიური და მოძრავი ფეხბურთელი "ჩიხურას" შემადგენლობაში გამოსარჩევია. მისი მთავარი პლუსი შეტევის წამოწყებაა, ხოლო "სიონთან" მატჩში მისივე შექმნილი შეტევა თვითონ დააგვირგვინა.

გიორგი დიასამიძე (საბურთალო) - თბილისელთა ნახევარმცველის გოლმა გადამწყვეტი როლი ითამაშა "სამტრედიასთან" შეხვედრაში. დიასამიძე არაფერს უთმობდა მეტოქის ნახევარმცველებს და ცენტრში კარგად მოქმედებდა.

ოთარ კიტეიშვილი (დინამო) - ამდენი დაშლა-აწყობის შემდეგ გუნდის წარმატების სიმბოლოდ ოთარ კიტეიშვილი იქცა. თუ მიადევნებთ თვალს მის თამაშს, ნახავთ, რომ წინა სეზონთან შედარებით მისი პროგრესი ძალიან დიდია. ალბათ, სიცრუე არ გამომივა, თუ ვიტყვი, რომ ამ სეზონში ეროვნულ ლიგაში ის საუკეთესოა.

ნოდარ ქავთარაძე (დილა) - ძალიან ბევრჯერ დაემუქრა ქავთარაძე "დინამოს" კარს. გორელთა შემტევი ბევრ თავისუფალ სივრცეს პოულობდა, რომელსაც სათავისოდ იყენებდა. თუმცა გადამწყვეტ მომენტში, გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, გოლის გატანა ვერ შეძლო.

ლევან ნონიკაშვილი (დილა) - 22 წლის შემტევს პერიოდულად სათადარიგოდ უწევდა ყოფნა, თუმცა "დინამოსთან" შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და დარასელიას ამ გადაწყვეტილებამ ნამდვილად გაამართლა. მისი მთავარი წვლილი კი გოლია, რომლითაც "დინამოსთან" წონასწორობა აღადგინა.

გიორგი გაბედავა (ჩიხურა) - გიორგი გაბედავა ბომბარდირთა დავაში ბუდუ ზივზივაძესთან ერთად 6 გოლით პირველ ადგილს იყოფს, არადა, წინა სეზონში 19 მატჩში იმავე რაოდენობის გოლი გაიტანა. 28 წლის შემტევი უფრო გახსნილია და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია.

თამაზ მაქაცარია (რუსთავი) - შიდაქართლელთა შემტევი ბოლო შეხვედრებია საკმაოდ აქტიურია და მისი ქმედებებიც ნაყოფიერია. "ლოკომოტივთან" შეხვედრაში მისი ძალიან კარგი საგოლე გადაცემით ბექა მიქელთაძეს სხვა არაფერი დარჩენოდა, გოლი რომ არ გაეტანა.

ტურის საუკეთესო მწვრთნელი - სოსო ფრუიძე - საჩხერელები შესანიშნავ ფორმაში არიან და როცა კონკურენტები ქულებს კარგავენ, იმერლები აგროვებენ და ეს, პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. მომდევნო ტურებში არც ის გამოვრიცხოთ, რომ "ჩიხურა" ორ საუკეთესო გუნდშიც მოხვდეს.

 

 

 

 

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა რაითამაშა კიტეიშვილმა ეგეთი რო სიმბოლურში მოახვედრეთ მაინც.
5
გამოკითხვა მაინც გენახა, მეორე ადგილზეა ხმებით :)
ultras
20:54 04-05-2018
0

სიახლეები პოპულარული