"ტორპედო" გუნდში ცვლილებებისა და ახალი სეზონისთვის სამზადისის გეგმების შესახებ თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:
"ქუთაისის „ტორპედო“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის აქტიურ სამზადისს ხვალიდან შეუდგება. კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით გუნდი, თურქულ შეკრებაზე ხანგრძლივი დროით გამგზავრება, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება.
ბელეკში გასამართი საწვრთნელი პროცესის პირველი ნაწილი, მთლიანად ფიზიკური კონდიციების ოპტიმალურ დონეზე მიყვანას დაეთმობა, ხოლო მეორე ეტაპზე, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ტორპედოელები რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, რომელთა ინტერნეტ-ტრანსლაციების განხორციელებაზე კლუბის პრესსამსახური აქტიურად მუშაობს.
გუნდში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიდან გამოდინარე, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. თურქულ შეკრებაზე კი „ტორპედოს“ რიგებში
ახალ სახეებს ვიხილავთ. მათ შორის, იქნებიან გიული მანჯგალაძე, გიორგი ქიმაძე, აკაკი შულაია, ლაშა შერგელაშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი კუხიანიძე. მომდევნო სეზონში, ისეთ გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად როგორებიც, როინ კვასხვაძე, ბაქარ მირცხულავა, ლევან მჭედლიძე, მათე ცინცაძე და სხვები არიან, ქუთაისელთა ღირსებას კლუბის აღზრდილი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც დაიცავენ, რომლებსაც თავის გამოჩენის კარგი საშუალება მიეცემათ.
კლუბში და თურქულ შეკრებაზე განვითარებული მოვლენებისა და სიახლეების შესახებ „ტორპედოს“ პრესსამსახური გულშემატკივარს, ამომწურავ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის".