თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა - გიორგი გაბედავას, ანტონ ჩიჩკანს და გოდფრი სტეფენ ბიტოკს არსებული კონტრაქტი ამოეწურათ.

გიორგი გაბედავა თბილისური კლუბის შემადგენლობაში 2020 წლიდან ირიცხებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 23 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

რაც შეეხება გოდფრი სტეფენ ბიტოკს, იგი "დინამო თბილისს" 2022 წლის სეზონის დასაწყისში იჯარის წესით შემოუერთდა. ნიგერიელმა მცველმა ლურჯ-თეთრების რიგებში 14 შეხვედრა გამართა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი ჩვენს კლუბს 2022 წლის სეზონის დასკვნით ნაწილში შეუერთდა.
მას "დინამოს" ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი არ გაუმართავს.

სამივე ფეხბურთელმა "დინამო თბილისთან" ერთად 2022 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩვენი კლუბი თითოეულ მათგანს მადლობას უხდის "დინამოში" გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფიფიააა ფიფიფიფიფიააააა ფიფიფიფიფიფი იფიაააააა )))))
bejo
00:17 23-12-2022
1
ფიფია, ერთხელ მაინც სასიამოვნოდ გაგვაკვირვე რა, რა იქნება? რამოდენიმე კარგი ლეგიონერი ამოჩიჩქნე სადმე. დაწერე ისტორია, გაიყვანე კლუბი ჯგუფურ ეტაპზე, თაობები დაგიფასებენ :)) როგორ მინდა რომ მჯეროდეს მაგრამ იმდენი იმეგდაცრუება მახსოვს...
Grisha
19:29 22-12-2022
0

სიახლეები პოპულარული