შეხვედრის 23-ე წუთზე მსაჯმა "კოლხეთის" მცველი ვლადიმირ პანამარიოვი გააძევა, ანგარიში 29-ე წუთზე ფოთელთა კაპიტანმა ლაშა გოგონაიამ გახსნა, მეორე ტაიმში საჩხერლებმა ორი გოლი გაიტანეს (დავით იონანიძემ და გიორგი ბუხაიძემ), 79-ე წუთზე კი "კოლხეთის" თავდამსხმელმა ილია მიხაილოვმა თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
ზესტაფონი. "დავით აბაშიძე".
კოლხეთი - ჩიხურა 2:2
გოლები: 1:0 ლაშა გოგონაია (29), 1:1 დავით იონანიძე (64), 1:2 გიორგი ბუხაიძე (69), 2:2 ილია მიხაილოვი (79)
კოლხეთი (3-4-2-1): ანდრი პოლტავცევი, გიორგი კილასონია,
მთ. მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე
ჩიხურა (4-2-3-1): ზურამ მწყერაშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ლექვთაძე (დავით იონანიძე 57), კახა კახაბრიშვილი, ირაკლი ბუღრიძე, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დავით მეგრელიშვილი (გიორგი ბუხაიძე 40, დემურ ჩიხლაძე 82)
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე