ეროვნული ლიგა. X ტური: "დილა" და "ტორპედო" დაზავდნენ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "დილასა" და "ტორპედოს" მატჩი 1:1 დასრულდა.

ანგარიში 36-ე წუთზე პენალტით მამასახლისმა გახსნა, 56-ე წუთზე კი რიბეირომ საპასუხო გოლი გაუტანა ქუთაისელებს.

"დილა" 17 ქულით სატურნირო ცხრილში კვლავ მეოთხე ადგილზეა, ხოლო "ტორპედო" 14 ქულით მეხუთეზე.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - ტორპედო 1:1
გოლები: 0:1 ოლეგ მამასახლისი (36,პენ), 1:1 ლეანდრო რიბეირო (56)

დილა (4-1-2-3): გიორგი ბეგაშვილი, გია ჩადუნელი, ნოდარ ქავთარაძე, დავით რაჟამაშვილი, ლევან ნონიკაშვილი, გიორგი ფანცულიაია (მიკოლა კოვტალიუკი 71), გიორგი კორიფაძე, ისიფუ ლემპტი, ალექსანდრე კვახაძე (კ), ლეანდრო რიბეირო, ანზორ
სუხიაშვილი (ალვინ ფორტესი 45)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ტორპედო (4-1-4-1): მაქსიმე ქვილითაია (კ), ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ოლეგ მამასახლისი, გიორგი კუხიანიძე (ჯაბა ლიპარტია 83), ლევან კუტალია, თენგიზ წიქარიძე (თორნიკე კაპანაძე 63), გრიგოლ დოლიძე (ვაჟა ტაბატაძე 76), გიორგი ქიმაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, მერაბ გიგაური
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტორპედო დაამტკიცებს რომ გუნდში კრიზისი არ არის.
ქუთაისელი-2
07 მაისი 2018 10:59
0
ტორპედოს თუ გულშემატკივრობ, კლუბის სახელი არ უნდა იცოდე?! ჩხეტიანს რაც შეეხება, მაგ ადამიანმა გახადა ეს უსუსტესი შემადგენლობის მქონე კლუბი საქართველოს ჩემპიონი და მადლობის მაგიერია?!
Modric
07 მაისი 2018 03:11
1
ტორბედოს მწვრთნელი ყავს საერთოდ? ამ გუნდით გინდათ და ამ მწვრთნელით ევროპაზე გასვლა? კიდევ გინდათ მოწრათ თავი ქალაქს?მოაშორეთ ჩხეტიანი გუნდიდან და მოიყვანეთ ლეგიონერები თორემ შევრცხვებით.
mamulo
06 მაისი 2018 22:50
12
რაც ჩხეტიანი მწვრთნელადაა ტორპედოში,სულ მესმის მისი კროტიკა და ხშირად ლანძღვაც,რომ ის მწვრთნელი არაა,მოაშორეთ და ა.შ.ეს ბიჭი კი უსიტყვოდ აგრძელებს მუშაობას და აჩვენებს შედეგებს,რომელსაც წესით ეს შემადგენლობა ვერ უნდა აღწევდეს.შეიძლება მოიყვანო სხვა,უფრო ძლიერი მწვრთნელი და მან უკეთესი შედეგი აჩვენოს,მაგრამ არავინ იქნება მასზე უფრო ტორპედოს გულშემატკივარი და თქვა კაცზე,რომელმაც გუნდი ჩემპიონი გახადა,მწვრთნელი არ არისო,სულ ცოტა უსამართლობა მგონია.ზოგიერთი იტყვის,ტორპედო ჩემპიონი ვერ გახდებოდა,დინამო რომ არ დაეშალათო,მაგრამ ეს ოდნავადაც არ ამცირებს გუნდისა და მწვრთნელის დამსახურებას.გაიხსენეთ როგორი საფინიშო სპურტი ჩაატარა ტოპედომ და თუ ვინმეს ეს ადვილი გასაკეთებელი ჰგონია,მაშინ თვითონ დაიწყოს მწვრთნელობა და მე მას წარმატებას ვუსურვებ.ჩხეტიანი ფაქტობრივად ახალბედა მწვრთნელია და თავიდანვე ასეთი შედეგები, სახუმარო ნამდვილად არ არის.შარშანდელი ტორპედოსათვის მე მას მადლობას ვუხდი და რამდენიმე წელიწადში მისგან უკვე დამდგარ,მაღალი დონის სპეციალისტს ველი.
სოსო
07 მაისი 2018 08:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული