"კლუბმა და ფეხბურთელმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს. ეს იყო ორივე მხარის სურვილი, რომ ხელშეკრულება გაწყვეტილიყო.
ჩვენ ფეხბურთელი არ გაგვიშვია ცალმხრივად, ეს არის ჩვენი ურთიერთშეთანხმება და ხელშეკრულებაში ყველა დეტალია მითითებული.
დეტალურად, ყველა ხელფასი, კანონის ფარგლებში ფეხბურთელს რაც ეკუთვნის, აღებული აქვს. მასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კლუბმა შეასრულა", - გვითხრა შალამბერიძემ.