"სამტრედიამ" და ჰენრი ნდონგმა ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტი გაწყვიტეს

AutoSharing Option
"სამტრედიამ" და გუნდის გაბონელმა ცენტრალურმა მცველმა ჰენრი დონგმა ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტი გაწყვიტეს. ამის შესახებ Sportall.ge-ს გუნდის მმართველმა დირექტორმა პაატა შალამბერიძემ განუცხადა.

"კლუბმა და ფეხბურთელმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს. ეს იყო ორივე მხარის სურვილი, რომ ხელშეკრულება გაწყვეტილიყო.

ჩვენ ფეხბურთელი არ გაგვიშვია ცალმხრივად, ეს არის ჩვენი ურთიერთშეთანხმება და ხელშეკრულებაში ყველა დეტალია მითითებული.

დეტალურად, ყველა ხელფასი, კანონის ფარგლებში ფეხბურთელს რაც ეკუთვნის, აღებული აქვს. მასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კლუბმა შეასრულა", - გვითხრა შალამბერიძემ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნდონგი დიდი ხანია გასაშვები იყო, მაგრამ შალამბერიძის მხრიდან მასზე აუგის თქმა უსინდისობაა. სწორედ მან გააბლატავა ისიც და სხვა მისნაირი უხარისხო და გუნდისთვის გამოუსადეგარი ფეხბურთელები. ეხლა ცდილობს მკაცრი და გუნდზე მზრუნველი მმართველის იმიჯი მოირგოს, მაგრამ უკვე გვიანია. გუნდი დაღუპეს და გააფარჩაკეს.
0
იმის ბრალია რომ გაუაზრებლად მოყავთ გუნდში დაბალი კლასის ფეხბურთელები
ალეკო
11:11 10-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული