ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ქართული "კლასიკო" ქუთაისში

AutoSharing Option
დღეს, 25 მაისს ეროვნული ლიგის XIII ტურის ორი მატჩი გაიმართება.

ბოლნისის "სიონი" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გორის "დილას" უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ "დილას" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თანაც, გორელებმა ბოლოს ზედიზედ 2 მატჩი მოიგეს.

რაც შეეხება "სიონს", ბოლნისელებმა ბოლოს მე-6 ტურში მოიგეს.

დღის და ტურის მთავარი შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც ქართულ "კლასიკოს" ვიხილავთ.

"ტორპედო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. ამ შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. "დინამოს" დისკვალიფიკაციის გამო ლევან ხარაბაძე ვერ დაეხმარება.

პირველ წრეში დინამოელებმა შინ "ტორპედოს" ანგარიშით
2:0 სძლიეს. მაშინ დუბლი ბუდუ ზივზივაძემ გაიფორმა.

24 მაისი
საბურთალო-რუსთავი 2:1

25 მაისი
სიონი-დილა 17:00
ტორპედო-დინამო 20:30

26 მაისი

ჩიხურა-ლოკომოტივი 17:00
კოლხეთი-სამტრედია 19:30
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული