მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელს უკეთესი შემოთავაზება აქვს. ამიტომ კლუბმა გაითვალისწინა მისი დამსახურება გუნდის წინაშე და ხელშეკრულება ორმხრივად შეწყდა.
ბოლნისის "სიონი" ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.
მიმდინარე სეზონში, დვალმა 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.