ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია

Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის სიმბოლურ ნაკრებს:

Sportall.Ge

ნუკრი რევიშვილი - იმის მიუხედავად, რომ რუსთაველებმა წააგეს, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ხშირ შემთხვევაში მისმა კარგმა თამაშმა გუნდი უფრო მეტი გატანილი გოლისგან იხსნა. ერთ შემთხვევაში ავტოგოლი გავიდა, ხოლო მეორე შემთხვევაში პენალტით გაიტანა კოხრეიძემ. აღსანიშნავია ისიც, რომ რევიშვილმა კუთხე გამოიცნო, თუმცა ცოტა დააკლდა ბურთის აღებამდე.

ვაჟა ტაბატაძე - ქუთაისელთა მარჯვენა მცველი მოწოდების სიმაღლეზე იყო. სეზონის დაწყებიდან "ტორპედოში" ყველაზე დიდი პროგრესი ტაბატაძეს შეენიშნება. თუ ადრე მისი თამაში კითხვებს
აჩენდა, ამჯერად ასე აღარ არის.

ანრი ჭიჭინაძე - მოქმედ ჩემპიონთა გუნდში ბოლო დროს ძირითადს შეჩვეულმა ჭიჭინაძემ მორიგი საინტერესო შეხვედრა ჩაატარა და თბილისის "დინამოს" შემტევებისთვის თავის ტკივილად იქცა. ჭიჭინაძის საიმედოობა შესაქებია.

ნიკა ჭანტურია
- რაც უფრო უმატებს "ლოკომოტივი", მით უფრო უმატებს ჭანტურიაც, მისი საიმედოობის დონე მკვეთრად იზრდება და ის თავის ძველ კონდიციებს უბრუნდება.

დავით უბილავა - "რკინიგზელთა" "ჩიხურასთან" წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი გუნდის კაპიტნის იდეალური თამაში იყო. ჯერ ხომ დაცვაშია გამორჩეული, მაგრამ არანაკლები იყო სხვა პოზიციებზეც და მისი გარჯა გოლითაც დასრულდა.

ბექა გვარაძე - საბურთალოელთა შემადგენლობაში აქტიურად ირჯებოდა გვარაძე. მან "რუსთავის" კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა და რომ არა ნუკრის ოსტატობა, შეიძლება მის ანგარიშზე გოლიც ყოფილიყო.

აკაკი შულაია - "დინამომ" იმერეთიდან ქულა შულაიას დამსახურებით წამოიღო, რომელიც საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო.

გიორგი გაფრინდაშვილი - იმის მიუხედავად, რომ გორის "დილასთან" მიღწეული ფრის შემდეგ სტატისტიკურად მის ანგარიშზე არაფერია, ვინც თამაშს უყურა, შეამჩნევდა, რომ ყველაფერი გაფრინდაშვილით იწყებოდა და ის, ფაქტობრივად, ყველგან იყო. იყო მომენტები, როცა უფრო ეფექტურად თამაშიც მართებდა, თუმცა, საერთო ჯამში, მისი თამაში დადებითად უნდა შეფასდეს.

ლეანდრო რიბეირო - ბრაზილიელმა ეროვნულ ლიგაში ყველა ფეხბურთელი გადაფარა, ბოლო პერიოდში მისი თამაში შესანიშნავია. ასე თუ გააგრძელა, გორელებს მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ, რადგან ის აუცილებლად მოიპოვებს მსუყე შეთავაზებებს.

დავით ვოლკოვი - ფაქტია, ვოლკოვი შეცვლაზე ბევრად უკეთესად თამაშობს, ვიდრე ძირითად შემადგენლობაში. შემოვიდა თუ არა მოედანზე, აიკლო რუსთაველთა უკანა ხაზი, ბევრი პრობლემა შეუქმნა მათ და პენალტიც მოიპოვა.

დავით ჯიქია - იმ ფონზე, როდესაც "რკინიგზელები" არველაძემ დატოვა, მისი ჩანაცვლება ჯიქიამ სრულფასოვნად შეძლო და საჩხერის "ჩიხურასთან" შემოქმედებით მანქანად იქცა. დავით ჯიქია ძირითად შემადგენლობაში თამაშს ნამდვილად იმსახურებს.

ტურის საუკეთესო მწვრთნელი - ლაშა ჭაღიაშვილი - დებიუტანტმა მწვრთნელმა გუნდი, როგორც იქნა, "მოქოქა". თავიდან ბევრი შეცდომა იყო, თუმცა ბოლო პერიოდში სწორმა გადაწყვეტილებებმა შედეგი გამოიღო და კლუბი მიმდევრობით ამარცხებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე წამყვან კლუბებს. 


Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის სიმბოლურ ნაკრებს:
ასევე დაგაინტერესებთ