"კოპენჰაგენი" და "სელტიკი" იგეშებიან - ვინ შეიძლება შეხვდეს ქართულ კლუბებს ევროთასებზე?

AutoSharing Option
თითქმის ერთი თვეც აღარ დარჩა, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, საქართველოს სახელს კი 2018/19 წლების სეზონში ქუთაისის "ტორპედო" დაიცავს.

განახლებული წესების მიხედვით, გუნდების ძირითადი ნაწილი პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს, მათ შორის, ჩვენი ჩემპიონიც და ახალი წესის მიხედვით, პირველივე ეტაპზე მარცხის შემთხვევაში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

კენჭისყრა 19 ივნისს გაიმართება, ხოლო პირველი შეხვედრა - 10-11 ივლისს. ახალი წესების მიხედვით, ქუთაისური კლუბის საქმე უფრო რთულადაა, რადგან კლუბი განუთესავი იქნება, ხოლო მისი მეტოქე შეიძლება წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის მონაწილეც
კი
გახდეს.

განთესილი კლუბების და "ტორპედოს" პოტენციური მეტოქეების სია ასე გამოიყურება:

  • "აპოელი" (კვიპროსი), "ჰაპოელი ბეერ-შევა" (ისრაელი), "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "სელტიკი" (შოტლანდია), "ცრცვენა ზვეზდა" (სერბეთი), "რუსენბორგი" (ნორვეგია), "მალმიო" (შვედეთი), "შერიფი" (მოლდოვა), "კუკესი" (ალბანეთი), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "ასტანა" (ყაზახეთი), "ზრინსკი" (ბოსნია), "ნიუ სეინთსი" (უელსი), ჰიკი (ფინეთი)

ხოლო 12 ივნისს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრაა ჩანიშნული. წილისყრაში სამი ქართული გუნდი მიიღებს მონაწილეობას: თბილისის "დინამო", "სამტრედია" და საჩხერის "ჩიხურა".

პირველი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება, საპასუხო კი - 5 ივლისს. ქართული კლუბებიდან მხოლოდ "დინამო" არის განთესილი. მისი სავარაუდო მეტოქეები შეიძლება იყოს: 

  • "სკუპი" (მაკედონია), კუპსი, ლვესი, "ლაჰთი" (ყველა ფინეთი), "შამროკ როვერსი", "დერრი სითი" (ირლანდია), "რიგა" (ლატვია), "ნარვა ტრანსი" (ესტონეთი), "შტუმბრასი" (ლიეტუვა), "განძასარი", "ბანანჩი" (სომხეთი), "ბალზანი" (მალტა), "რასინგი", "პროგრესი" (ლუქსემბურგი), "კოლერაინე", "გლენოვანი" (ჩრდილოეთი ირლანდია), "ნომადსი" (უელსი), "რუნავიკი" (ფარერის კუნძულები), "ვადუცი" (ლიხტენშტეინი), "ლევადია" (ესტონეთი), "მილსამი" (მოლდოვა), "სტიარნანი" (ისლანდია), "ფერენცვაროსი" (უნგრეთი), "კლიფტონვილი" (ჩრდილოეთი ირლანდია) "დუნიასკა სტრედა" (სლოვაკეთი), "პოდგორიცა" (მონტენეგრო), "შიროკი" (ბოსნია და ჰერცოგოვინა), "პიუნიკი" (სომხეთი), "პარტიზანი" (ალბანეთი), "პეტროცუბი", "ზარია" (ორივე მოლდოვა), "ტრაკაი" (ლიეტუვა), "ლუფტელარი", "ლაცი" (ორივე ალბანეთი) იბვ (ისლანდია) "უჟპესტი" (უნგრეთი) "ლიეპაია" (ლატვია), "ევროპა" (გიბრალტარი), "ტორშავენი" (ფარერის კუნძულები)

altვინ არიან "დინამო თბილისში" სინჯებზე მყოფი ესპანელი ლეგიონერები?


განუთესავი იქნება საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია", რომლებსაც შეიძლება ძალიან ძლიერი მეტოქე ერგოთ. თუნდაც "კოპენჰაგენი" ან "რეინჯერსი". სია ასე გამოიყურება:

  • "კოპენჰაგენი" (დანია), "მარიბორი" (სლოვენია), თელ-ავივის "მაქაბი" (ისრაელი), "პარტიზანი" (სერბეთი), "მიოლდე" (ნორვეგია), "აპოლონი" (კვიპროსი), მინსკის "დინამო" (ბელორუსი), "ლეხი" (პოლონეთი), ფჰ (ისლანდია), "დუნდალკი" (ირლანდია), "ზალგირისი" (ლიეტუვა), "გაბალა" (აზერბაიჯანი), "ოსიეკი" (ხორვატია), "ნორდსიელენდი" (დანია), "ვარდარი" (მაკედონია), "ტრენჩინი", "სლოვანი" (ორივე სლოვაკეთი), "ბეითარი" (ისრაელი), "ანორთოსისი" (კვიპროსი), "ვიტორული" (რუმინეთი), "გორნიკი" (პოლონეთი), "აიკი" (შვედეთი), "ნომმე" (ესტონეთი), "ჰაკენი" (შვედეთი), "კეშლა", "ნეფთჩი" (ორივე აზერბაიჯანი), "სლავია", ცსკა, "ლევსკი" (ყველა ბულგარეთი), "ვენტსპილი" (ლატვია), "რადნიკი", "სპარტაკი" (ორივე სერბეთი), "შახტიორი" (ბელორუსი), "რეიჯერსი", "ჰიბერიანი" (ორივე შოტლანდია), "ქაირათი", "ირტიში", "ტობოლი" (ყველა ყაზახეთი), "ფოლა" (ლუქსემბურგი), "სარპსბორგი" (ნორვეგია), "რაბოტნიკი" (მაკედონია), "სარაევო", "ზელენზნიჩარი" (ორივე ბოსნია და ჰერცოგოვინა), "დომჟალე" (სლოვენია), "მლადოსტი" (მონტენეგრო).

მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში:


მკითხველის კომენტარები / 11 /
გუნდს რო სასადილოში ქაბაბის და ხინკლის ვალი ექნება იმას თუ გუნდი და თუ იმ პირველობას ფეხბურთი ქვია გადამილოცია ეგეთი ფეხბურთი ჩვენი არაკეთილმოსურნე ნებისმიერი ქომაგისთვის რა ყველაზე სუსტი ყველაზე გამართულია ადრინდელთან შედარებით გუნდების ფინანსური შესაძლებლობები მარა არასაკმარისი ჯიგარო ამ ხუთი წლის უკან ვინ წარმოიდგენდა იმას რო ფეხბურთელში ლამის ნახევარ მილიარდს გადაიხდიდა გუნდი და ხელფასი 40 მილონი ექნებოდა.დდ
zaza
19:36 31-05-2018
0
ყველა უცხოურ გუნდს ოცნება აქვთ პირველ ეტაპზე ქართული გუნდი შეხვდეს. შარშან ყარაბახს რომ შეხვდა სამტრედია სიხარულით გადაირივნენ აზერები. ვარჯიში იყოო იძახდნენ თამაშის მერე, ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს ვის შევხვდებით ყველასთან წავაგებთ, ესაა ბიძია მწარე სიმართლე. არანაირი ენთუზიაზმი არ გქონდეთ.
roma
18:57 31-05-2018
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2018
#
გუნდი
27
18
4
5
29
58
28
13
10
5
14
49
28
14
5
9
16
47
26
13
6
7
20
45
28
6
11
11
-9
29
28
5
6
17
-25
21
28
4
7
16
-34
13