ბადრი კვარაცხელია ევროპის ლიგაზე: შეიძლება ისეთი მეტოქე შეგვხვდეს, ღმერთმა გადმოგვხედოს და გავიდეთ

AutoSharing Option
უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ "სამტრედია" მძიმე მდგომარეობაშია და კლუბს აუცილებლად გაძლიერება ესაჭიროება.

რას აპირებს გუნდი, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.

Sportall.ge "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელ ბადრი კვარაცხელიას დაუკავშირდა და სატრანსფერო ფანჯრის შესახებ დაეკითხა.

"აუცილებლად გავძლიერდებით და ამაზე მუშაობა მიდის. ველოდებით როდის გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა.

სხვა გზა არა გვაქვს. გუნდი განახევრებული კი არა ფეხბურთელების მეოთხედი აღარ არის დარჩენილი.

ვმუშაობთ იმაზე, რომ გუნდი ევროსარბიელზე არ შერცხვეს და თავისი ქვეყნის სახელი კარგად წარმოაჩინოს. ამისთვის კი გაძლიერება გვესაჭიროება, ახლა კი ძირითადად ახალგაზრდები
გვყავს.

ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ იმ ფეხბურთელებს, რომლითაც გაძლიერებას ვაპირებთ. გვყავდა რამდენიმე ლეგიონერი ჩამოყვანილი, რომელიც საქმეში ვნახეთ. ისეთი ლეგიონერი უნდა გვყავდეს, რომ აქაურ დონეზე უფრო მაღლა უნდა იდგეს".

ბადრი კვარაცხელიას ევროპის ლიგაზე გუნდის შესაძლო მეტოქეებზე დავეკითხეთ.

"ფიქრიც კი არ მინდა ისეთი ძლიერი გუნდები შეიძლება შეგვხვდნენ. ვინც არ უნდა შეგვხვდეს ვეცდებით თავი არ შევირცხვინოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ.

შეიძლება ისეთი გუნდი შეგვხვდეს, ღმერთმა გადმოგვხედოს და გავიდეთ. დაველოდოთ კენჭისყრას და მერე უფრო უკეთესად ვისაუბრებ ყველაფერზე", - განაცხადა კვარაცხელიამ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მართალია ეს კაცი. მხოლოდ უფლის იმედზე თუ ვიქნებით თორე სხვა შანსი არაა )))
Anzz
12:01 02-06-2018
0
ორი სამი კვირის წინ შეკრებილი ახალი გუნდის გამარჯვებისა რა ვთქვი.ეს ბიჭი თავის გულს უფრო იკეთებს,ან კიდევ რაღაცა ხომ უნდა ეთქვა.
სოსო
11:09 02-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული