ბადრი კვარაცხელია ევროპის ლიგაზე: შეიძლება ისეთი მეტოქე შეგვხვდეს, ღმერთმა გადმოგვხედოს და გავიდეთ

AutoSharing Option
უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ "სამტრედია" მძიმე მდგომარეობაშია და კლუბს აუცილებლად გაძლიერება ესაჭიროება.

რას აპირებს გუნდი, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.

Sportall.ge "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელ ბადრი კვარაცხელიას დაუკავშირდა და სატრანსფერო ფანჯრის შესახებ დაეკითხა.

"აუცილებლად გავძლიერდებით და ამაზე მუშაობა მიდის. ველოდებით როდის გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა.

სხვა გზა არა გვაქვს. გუნდი განახევრებული კი არა ფეხბურთელების მეოთხედი აღარ არის დარჩენილი.

ვმუშაობთ იმაზე, რომ გუნდი ევროსარბიელზე არ შერცხვეს და თავისი ქვეყნის სახელი კარგად წარმოაჩინოს. ამისთვის კი გაძლიერება გვესაჭიროება, ახლა კი ძირითადად ახალგაზრდები
გვყავს.

ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ იმ ფეხბურთელებს, რომლითაც გაძლიერებას ვაპირებთ. გვყავდა რამდენიმე ლეგიონერი ჩამოყვანილი, რომელიც საქმეში ვნახეთ. ისეთი ლეგიონერი უნდა გვყავდეს, რომ აქაურ დონეზე უფრო მაღლა უნდა იდგეს".

ბადრი კვარაცხელიას ევროპის ლიგაზე გუნდის შესაძლო მეტოქეებზე დავეკითხეთ.

"ფიქრიც კი არ მინდა ისეთი ძლიერი გუნდები შეიძლება შეგვხვდნენ. ვინც არ უნდა შეგვხვდეს ვეცდებით თავი არ შევირცხვინოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ.

შეიძლება ისეთი გუნდი შეგვხვდეს, ღმერთმა გადმოგვხედოს და გავიდეთ. დაველოდოთ კენჭისყრას და მერე უფრო უკეთესად ვისაუბრებ ყველაფერზე", - განაცხადა კვარაცხელიამ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, თუნდაც არასპეციალისტმა. არც არაფერი. ერთი კი ნაღდად ვიცი, რომ რა დონის ლეგიონერიც არ უნდა ჩამოიყვანოს გუნდმა, თუ ის ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით, თუნდაც რამდენიმე კვირით ადრე ხდება, წარმატებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ანუ რა გამოდის! ერთ თვეში ევროტურნირები იწყება და ლეგიონერი (თუნდაც გამოცდილი ადგილობრივი)შერჩეულიც არ ყავთ. პატარა ბავშმაც კი იცის, რომ ასე საქმე არ კეთდება, თქვენგან განსხვავებით ბატონო კვარაცხელია.
giga
12:55 08-06-2018
0
რა უნდა გაძლიერდეს :( არაპროპესიონალების დოღია...როცა რაღაცას წარმოადგენდა ეს გუნდი მაშინ შერხცვა და წელს ხო საერთოდ...წააგებენ ორნიშნა ციფრით...ყველასგან მიტოვებული გუნდია არავის აღას აინტერესებს ...ძაან სოფლის დონეა
ეჰჰ
11:42 05-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული