ეროვნული ლიგა. XIV ტური: "დინამომ" "ჩიხურას"1:0 მოუგო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე "ჩიხურას" 1:0 სძლია.

ანგარიში დებიუტში "დინამოს" უკრაინელმა ლეგიონერმა დმიტრო ივანესინიამ გახსნა, შესვენების შემდეგ სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ საპასუხო გოლის გატანა ვერ შეძლეს და დამარცხდნენ.

თბილისი. "დინამო არენა".
დინამო - ჩიხურა 1:0
გოლები: 1:0 დმიტრო ივანისენია (9)

დინამო (4-2-1-3): დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ბუდუ ზივზივაძე (მიხეილ ერგემლიძე 84), ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია, დმიტრო ივანესინია (ლაშა ქოჩლაძე 60), ლევან ხარაბაძე, გიორგი ივანიშვილი, ნიკა ნინუა (გიორგი კუცია 64)

მთ. მწვრთნელი:
კახაბერ კაჭარავა

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი (დემურ ჩიხლაძე 66), გიორგი გაბედავა, კახა კახაბრიშვილი (პედრო გუგა 77), ლევან კაკუბავა, დავით მეგრელიშვილი, დენის დობროვოლსკი, გიორგი ბუხაიძე (ბაჩანა ცხადაძე 46)

მთ. მწვრთნელი სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ რომელიმე ჟურნალისტი შეხვდეთ ფიფიას და გაირკვეს დინამო დაიმატებს ვინმეს საერთოდ ევროტურნირებისთვის, თუ ვინც შემორჩათ იმის გაყიდვასაც გეგმავენ!!!!!
1234
15:00 11-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული