ექსკლუზივი - დემეტრე ბულისკერიათი სერია A-ს კლუბი დაინტერესდა? ფეხბურთელის კომენტარი

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, თბილისის "დინამოს" მეკარით, დემეტრე ბულისკერიათი იტალიური კლუბია დაიტერესებული და მზად არის, მასში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოს.

თუმცა, რამდენად რეალურია იტალიელების დაინტერესება, თვითონ ფეხბურთელს ვკითხეთ.

- დემეტრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური კლუბი არის შენით დაინტერესებული...

- იტალიიდან მქონდა მოწვევა ერთი წლის წინ. მას შემდეგ მაკვირდებიან, მაგრამ ვერ დავაკონკრეტებ, რომელ კლუბებზეა საუბარი.

- სერია A-ს გუნდზეა საუბარი თუ ქვედა ლიგის წარმომადგენელზე? და რამდენად რეალურია, რომ ეს ამ ზაფხულს მოხდეს?
- სერია A-ს გუნდებია. დიდი სურვილი მაქვს, ტრანსფერი ზაფხულში
მოხდეს, მაგრამ მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ, დასაბუთებით ვერაფერს ვიტყვი.

- ამ გამოწვევისთვის მზად ხარ?
- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მიზნის მისაღწევად, რასაც ტოპ-ლიგაში თამაში ჰქვია, მზად ვარ.

- ევროთასებზე თუ "დინამოსთან" ერთად იყავი, რას ფიქრობ, სანამდე გააღწევს დედაქალაქური გუნდი?
- ჩვენი მიზანი არის, ევროთასებზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ჯგუფურ ეტაპზე მოვიპოვოთ ადგილი.

18 წლის მეკარემ ამ სეზონში ეროვნულ ლიგაში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაუშვა. დემეტრე ბულისკერია აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Димка ты один из самых лучших. Удачи во всем
Nana
16:51 13-06-2018
2
ძაან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე ძმაო,თუმცა წარმატებას გისურვებ.
რუსლანი
11:19 13-06-2018
3

სიახლეები პოპულარული