ექსკლუზივი - დემეტრე ბულისკერიათი სერია A-ს კლუბი დაინტერესდა? ფეხბურთელის კომენტარი

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, თბილისის "დინამოს" მეკარით, დემეტრე ბულისკერიათი იტალიური კლუბია დაიტერესებული და მზად არის, მასში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოს.

თუმცა, რამდენად რეალურია იტალიელების დაინტერესება, თვითონ ფეხბურთელს ვკითხეთ.

- დემეტრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური კლუბი არის შენით დაინტერესებული...

- იტალიიდან მქონდა მოწვევა ერთი წლის წინ. მას შემდეგ მაკვირდებიან, მაგრამ ვერ დავაკონკრეტებ, რომელ კლუბებზეა საუბარი.

- სერია A-ს გუნდზეა საუბარი თუ ქვედა ლიგის წარმომადგენელზე? და რამდენად რეალურია, რომ ეს ამ ზაფხულს მოხდეს?
- სერია A-ს გუნდებია. დიდი სურვილი მაქვს, ტრანსფერი ზაფხულში
მოხდეს, მაგრამ მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ, დასაბუთებით ვერაფერს ვიტყვი.

- ამ გამოწვევისთვის მზად ხარ?
- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მიზნის მისაღწევად, რასაც ტოპ-ლიგაში თამაში ჰქვია, მზად ვარ.

- ევროთასებზე თუ "დინამოსთან" ერთად იყავი, რას ფიქრობ, სანამდე გააღწევს დედაქალაქური გუნდი?
- ჩვენი მიზანი არის, ევროთასებზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ჯგუფურ ეტაპზე მოვიპოვოთ ადგილი.

18 წლის მეკარემ ამ სეზონში ეროვნულ ლიგაში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაუშვა. დემეტრე ბულისკერია აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Димка ты один из самых лучших. Удачи во всем
Nana
13 ივნისი 2018 16:51
2
ძაან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე ძმაო,თუმცა წარმატებას გისურვებ.
რუსლანი
13 ივნისი 2018 11:19
3
Руслан, быть амбиционным это не минус а плюс! Сколько талантов теряются только потому что они слишком пассивны и неуверенны в своих возможностях.
Нана
13 ივნისი 2018 16:56
2
წარმატებები დიმა საუკეტესო ხარ
nino baqradze
12 ივნისი 2018 17:11
2
იუვენტუსს უნდა მგონი ბუფონის შემცვლელად )))))) საიდან ამხელა ამბიცია, როცა დინამოში ყველაზე სუსტი რგოლი ხარ და თან არც პერსპექტივა გიჩანს. 10 გუნდის მეკარეებში რევიშვილი, კვასხვაძე, საბურთალოს ორივე მეკარე, ლოკომოტივის ორივე მეკარე, ჰამზიჩი, ბეგაშვილიც გჯობს, მიგინეიშვილიც, ფოთის მეკარეც, ამიშალე ნერვები )))
სანდრო
12 ივნისი 2018 15:11
17
ნეტავ ამას ვინმე მოგვაშორებდეს და ამაში ფულსაც თუ გადახდიან მაგას რა ჯობია.... სერია ა არა ის საქართველოს დონეძეც ძან სუსტია ჯერ.
dinamo
12 ივნისი 2018 14:21
12
))))))) სერია აო )))))) დინამოში ვინც თამაშობს, ამაზე სუსტი მგონი ერგემლიძეა მარტო და რამხელა მბიცვია ქონია )))
სანდრო
12 ივნისი 2018 15:08
8
წარმატებები დემე დინამო შენთანაა
გლადიატორი
12 ივნისი 2018 12:03
3
რამხელა წარმოდგენები გაქვთ, შვილო ყველას საკუთარ თავზე დამწყები ქართველი ფეხბურთელების 95%-ს. იმიტომაც გაქვთ შედეგები
შაკო
12 ივნისი 2018 12:00
13
აბა რა
dinamo
12 ივნისი 2018 14:22
3

სიახლეები პოპულარული