ამის შესახებ ინფორმაცია "დინამოს" "ფეისბუქგვერდმა" გაავრცელა.
"მადლობა მინდა ვუთხრა "დინამოს" ყველაფრისთვის. ამ კლუბმა მომცა შანსი და ჩემთვის რთულ პერიოდში შემადგენლობაში ამიყვანა. ჩემი მხრივ, თავი არც მე დამიზოგავს. "დინამოს" წარმატებას ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონატს ოქროს მედლებით დაასრულებს. მინდა მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს, ჩემს გუნდელებს, კლუბის ყველა თანამშრომელს და ხელმძღვანელობას. მოსვლის პირველივე დღიდან გუნდის ყველა წევრისგან განსაკუთრებულ თანადგომას ვგრძნობდი, რასაც ვაფასებ. მადლობა და გემშვიდობებით", - განაცხადა ძალამიძემ.
"დინამო თბილისი" 26
ნიკა ძალამიძემ წელს "დინამოს" მაისურით ეროვნულ ლიგაში 9 მატჩი ითამაშა, სადაც ერთი გლიო გაიტანა.