ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია
მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სიმბოლური ნაკრების გამოქვეყნება ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ ნათქვამია, "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს". 

Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის სიმბოლურ ნაკრებს:

ლუკა შეროზია - "ლოკომოტივში" მეკარის ცვლილებამ გაამართლა, ახალგაზრდა მეკარე შესანიშნავ ფორმაშია. მან მშვენივრად იასპარეზა "საბურთალოს" წინააღმდეგ. განსაკუთრებით გამოსარჩევია მეორე ტაიმი და მისი ელვისებური რეაქციები.

გიორგი კორიფაძე -  "კოლხეთთან" მშვენიერი გოლის გარდა, კორიფაძე ფლანგზეც კარგად ირჯებოდა და დომინირებდა. ხოლო რაც შეეხება გოლის მომენტს, მან მშვენიერი სოლო-რეიდი და შესაბამისი დაგვირგვინებაც შემოგვთავაზა.

ლუკა ლოჩოშვილი - ლუკა ნელ-ნელა
ფორმაში შევიდა და ცოტა ხანში კარგ კონდიციებში შეეგებება ევროთასებს. "დინამოში" დაბრუნების შემდეგ თავისი თამაშით ნელ-ნელა მოიპოვა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და ყველა შეხვედრაში თავის შესაძლებლობებს უფრო უკეთესად ავლენს.

ალექსანდრე გურეშიძე - ბოლნისელთა მცველმა გოლი შემოგვთავაზა და ამავდროულად, არც დაცვაში უასპარეზია ცუდად.

დავით უბილავა - თბილისის "ლოკომოტივის" კაპიტანმა კარგი შეხვედრა ჩაატარა, გამორჩეული იყო თავის პოზიციაზე და შემტევებსაც კარგად ეხმარებოდა.

დმიტრო ივანისენია - თბილისელთა უკრაინელმა ლეგიონერმა მეცხრე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, რითიც "დინამომ" მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ლევან ნონიკაშვილი
- ახალგაზრდა ფეხბურთელი "დილასა" და "კოლხეთის" დაპირისპირებაში იდეალურად გამოიყურებოდა. ის მონაწილეობდა აგრეთვე პირველ გოლში, რომელიც კოვტალიუკმა გაიტანა.

გრიგოლ დოლიძე - იმერული დაპირისპირების დროს ქუთაისელთა ვეტერანი საუკეთესო იყო. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მატჩის MVP. მის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა.

ლუკა კიკაბიძე - ლუკა ბოლო პერიოდში შესანიშავ ფორმაში შევიდა. თუ ეს ფეხბურთელი ადრე ძალიან უფერულად გამოიყურებოდა, ბოლო პერიოდში ის "რკინიგზელთა" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი შესანიშნავი ქმედების შედეგია "ლოკომოტივის" ფრე.

ზაზა ციცქიშვილი - "სიონთან" შეხვედრაში რუსთაველთა ფორვარდმა თავი დუბლით გამოიჩინა. 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

ლევან კუტალია
- თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონში ლევან კუტალია ქუთაისელთა შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელია. "სამტრედიასთან" შეხვედრაში მის ანგარიშზე გოლია, ამ სეზონში კი მან 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დააგროვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული