შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკური გუნდი "დუნაისკა სტრედა" ერგო.
- პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით მეტოქეს?
- ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი მეტოქეა. ეს გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატში კარგად გამოდიოდა და მესამე ადგილზე გავიდა. არის გამოცდილი ლეგიონერებით დაკომპლექტებული. კენჭისყრა ახლა იყო და ყველა სახის ინფორმაციას ამ ეტაპზე ვეცნობით.
- "დუნაისკა სტრედასთან" შეხვედრამდე იგეგმება გაძლიერება?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მიმდინარეობს ფეხბურთელებზე დაკვირვება,
- არის ლეგიონერებზე საუბარი?
- დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ფეხბურთელებთან, კლუბების ხელმძღვანელობასთან. ზოგიერთი ფეხბურთელი კლუბს ეკუთვნის და მათთან საჭიროა შეთანხმების მიღწევა.
- "დუნაისკა სტრედას" რაც გამოარჩევს, ეს არის დაცვითი ხაზი. მაგალითად, პანამელმა ერიკ დავისმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა. ამავდროულად, ამ პოზიციაზე ჰყავთ სერბი და ხორვატი ლეგიონერები. რას დავუპირისპირებთ მათ?
- მეტოქე კარგად დაკომპლექტებული გუნდია, "ფორტუნა ლიგაში" მათი სლოვაკი თავდამსხმელი ბომბარდირი გახდა. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ თავდასხმის ხაზში გაძლიერებას და ამავდროულად, ვმუშაობთ სხვა პოზიციებზეც. ვნახოთ, რა გამოგვივა.
ქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია