შეგახსენებთ, რომ "სამტრედია" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლს" დაუპირისპირდება.
როგორც "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, ისინი გაძლიერებას გეგმავენ და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"სამტრედიის" მწვრთნელი "ტობოლზე": პირდაპირ ვიტყვი, რომ შევაკვდებით!
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს: საქართველოს ნაკრების ფორვარდ ვლადიმერ დვალიშვილთან. ასევე, კლუბი ცდილობს გიული მანჯგალაძის დაბრუნებას.
ამავდროულად, კლუბს ეროვნული ლიგა 2-ის რამდენიმე ფეხბურთელის დამატება სურს. მათ შორის არის ბათუმის "დინამოს" შემტევი გიორგი ილურიძე,
ჩვენი ინფორმაციით, ეს ფეხბურთელების მცირე სიაა და კლუბი აქტიურ რეჟიმში ცდილობს გუნდის გაძლიერებას.
ქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია