ლევან ყენია: ჩემს თავს ვაჯობე და როდესაც მოედანზე შევედი, ვიგრძენი, რომ...

AutoSharing Option
2-წლიანი პაუზის შემდეგ ლევან ყენია მოედანს დაუბრუნდა და თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში ითამაშა.

ლაშა ჭაღიაშვილმა ის თამაშში მსაჯის კომპენსირებულ დროში ჩართო, თუმცა მთავარი რა თქმა უნდა, დაბრუნება იყო.

Sportall.ge ყენიას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ძალიან გახარებული ვარ, რომ ტრავმა ისევ დავამარცხე და ჩემს თავს ვაჯობე. უკვე მეორეჯერ ჩემს კარიერაში ძალიან რთული გზა გავიარე.

როდესაც მოედანზე შევედი, ვიგრძენი, რომ შრომა დამიფასდა. იმედია, შემდეგ თამაშებში უფრო მეტი დრო მომეცემა.

რაც მთავარია, ვარჯიშებზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

ნაკრებში დაბრუნება? რატომაც არა, მიზანი ყოველთვის მაქსიმალური
მაქვს!", - აღნიშნა ყენიამ.

altეროვნული ლიგა XVI ტური: ლევან ყენია დაბრუნდა, "ლოკომოტივმა" მოიგო

altლევან ყენია: კარიერის დასრულებაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ...

altლევან ყენია: ვამაყობ, რომ არ დავნებდი და ფეხბურთში დავბრუნდი

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები. მთელი გულით გგულშემატკივრობ.
roma
15:09 23-06-2018
1
ყოჩაღ! წარმატებებს გისურვებ!
0

სიახლეები პოპულარული