ქუთაისის "ტორპედომ" 24 წლის ბულგარელი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" Facebook-ის გვერდი იუწყება, რომ კლუბმა 24 წლის ბულგარელი მცველი ლაზარ მარინი დაიმატა.

მან ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 2019 წლის აპრილის ბოლომდე გააფორმა.

24 წლის მცველს თავისი კარიერა ბულგარეთში აქვს გატარებული. ითამაშა ბულგარეთის უმაღლესლიგელ კლუბებში: "ბოტევ პლოვდივი", "რაკოვსკი", "ცსკა სოფია".

2016-17 წლების სეზონში მარინმა ბულგარეთის თასი მოიგო, 2017-18 წლების სეზონში კი - ქვეყნის სუპერთასი.

წელს ბულგარელმა "ბოტევ პლოვდივში" 27 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.


altმარეკ გლინკა: მჯერა, "ტორპედოს" წარმატების მიღწევაში დავეხმარები

altსურინამელი, გვინეელი, ბულგარელი, ჩინელი და ნიგერიელი -

"ტორპედო" ფეხბურთელებს იმატებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული