Sportall.ge კვარაცხელიას დაუკავშირდა და კლუბიდან წასვლის მიზეზებზე დაეკითხა.
"არ მომცეს გუნდის გაკეთების საშუალება. როდესაც კლუბში მივედი, ხელმძღვანელობას შევხვდი ყველაფერი ავუხსენი. ის ბიჭები, რომლებიც მე მყავდა, მოედანზე ყველაფერს დებდნენ.
სამი ფეხბურთელი უკვე დამატებული გვყავდა და 4 ფეხბურთელთან კიდევ კონტრაქტი გამზადებული იყო, რომელიც ჩვენს რიგებში უნდა გადმოსულიყო.
შევხვდი გულშემატკივრებს და ვუთხარი, რომ მომდევნო ორ თამაშს "რუსთავთან" და "საბურთალოსთან" დიდი ალბათობით წავაგებდით.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდი არ
"რუსთავთან" ახლადმოყვანილი ფეხბურთელები ვათამაშე და მინდოდა, რომ ისინი ჩვენს ძველს მოთამაშეებთან შეთამაშებულიყვნენ და ამიტომ ვფიქრობდი, რომ დიდი ალბათობით ამ მატჩს წავაგებდით.
"რუსთავთან" შეხვედრაში მეტოქეს ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გაგვიტანა. ვინც თამაშს უყურა, ყველა დაინახავდა, რომ არც არაფერი დაგვითმია.
რა გახდა წამოსვლის მიზეზი? "სამტრედიას" გულშემატკივრები ტრიბუნაზე ჩემი მისამართით სკანდირებდნენ, რომ გუნდიდან წავსულიყავი.
თამაშის დასრულების შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობას შევხვდი და ვუთხარი, რომ კლუბიდან მივდიოდი.
თუ არ უნდათ ჩემი ყოფნა, მე ძალით ნამდვილად არ ვიმუშავებ. გულშემატკივრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ხშირად ვხვდებოდით და სამომავლო პროცესებზე ვსაუბრობდით.
არ ვიცი ნამდვილად რა შეიცვალა ბოლო პერიოდში. ვფიქრობ და ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა ეს პროცესები იყო მართული.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც "სამტრედიას" გააძლიერებდნენ, კლუბს ეროვნულ ლიგაში დატოვებდნენ.
ასეთ რამეში დარწმუნებული, რომ არ ვყოფილიყავი, გუნდში არცერთ შემთხვევაში არ გავჩერდებოდი.
"სამტრედიას" წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს ეროვნულ ლიგაში დარჩება", - აღნიშნა კვარაცხელიამ.
ევროტურნირების დაწყებამდე 10 დღით ადრე "სამტრედია" მწვრთნელის გარეშე დარჩა