კახა კაჭარავა: ფეხბურთელების დამატების შანსი გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან გვაქვს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში გუნდის შესაძლო გაძლიერებაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

"ყველამ კარგად ვიცით, რომ გუნდს სჭირდება გაძლიერება და როგორც გითხარით, ვმუშაობთ ამ საკითხზე. გვაქვს სურვილი, კვლავ ვიხილოთ ჩვენს გუნდში მცველი გიორგი გველესიანი.

მოგეხსენებათ, ბოლოს ის ირანის ჩემპიონატში თამაშობდა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც მოუწია თამაში. ასევე, მინდა გითხრათ, რომ არის ფეხბურთელების დამატების შანსი გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ - მთავარია, მათ მოისურვონ ჩვენთან თამაში. საქმე მხოლოდ ფინანსებში არ არის".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ გვატყუებთ, ჯობია მიბაძოთ ფრუიძეს.
roma
16:59 03-07-2018
2

სიახლეები პოპულარული