დღეს, 5 ივლისს ეროვნული ლიგის მე-18 ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართება.
ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურა" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.
ხოლო თბილისის "ლოკომოტივი" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "რუსთავს" შეხვდება.
ორივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
დღის ბოლო შეხვედრაში თბილისის "დინამო" "დინამო არენაზე" გორის "დილას" მიიღებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
მე-18 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგა ერთთვიან შესვენებაზე გავა. ტურნირის მეორე ნახევარი სტარტს 3 აგვისტოს აიღებს.