აღნიშნული პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით ხორციელდება.
"ეს ინიციატივა მოიცავს კლუბებისათვის როგორც მოწყობილობის, ისე 2018 წლის ლიცენზიის სრულიად უსასყიდლოდ გადაცემას, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს", - აღნიშნა დავით მუჯირმა.
პოლარის სისტემის პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა:
"ეს სისტემა
"ძალიან კარგი ინიციატივა იყო ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, რომელსაც მხარი დაუჭირა ფონდის გამგეობამ, რადგან ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ესაა ქართული ფეხბურთის მომავლისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ასეთი განვითარების წინსვლა წარმოუდგენელია", - აღნიშნა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა ზაზა დოლიძემ.
დღესვე კლუბების წარმომადგენლებს ირაკლი ჩიტაურმა სისტემის მოხმარების წესები აუხსნა და პოლარის მაქსიმალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, მისი მახასიათებლებისა და ფუნქციონირების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის ანალიტიკური სისტემის გამოყენება უკვე ხვალიდან შეეძლებათ.
მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით