ყაზახეთიდან საფრანგეთში - "გრენობლმა" ჯაბა ჯიღაური წარადგინა

AutoSharing Option
"გრენობლმა" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური წარადგინა. 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი SmartBall Sports Management-მა განახორციელა.

Sportall.ge დეტალების გასარკვევად სწორედ აღნიშნული სააგენტოს ერთ-ერთ დამფუძნებელ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა.

მისი თქმით, ჯიღაურმა თავის ყოფილ კლუბ "ორდაბასთან" კონტრატი გაწყვიტა და ახალ გუნდსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.

ხუციშვილმა ასევე გვაცნობა, რომ ჯაბამ "გრენობლთან" 2-წლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.

ქართველი ნახევარმცველი ბოლოს ყაზახეთის "ორდაბასში" ასპარეზობდა, იქამდე კი მაკედონიური "ვარდარის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება "გრენობლს", გასულ სეზონში ის საფრანგეთის მე-3 ლიგაში თამაშობდა, თუმცა მე-2 ლიგის საგზური მოიპოვა და
მომდევნო წელს ერთით მაღალ დივიზიონში გაატარებს.

altჯაბა ჯიღაური კარიერას საფრანგეთის მე-2 ლიგაში გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ან კანკავა რისთვის წავიდა რეიმსიდან ყაზახეთი ჯობია?
kaxa
13:14 19-07-2018
0
ეს კაცი სიარულს უნდება იქით-აქეთ და რა დროს მოასწრებს თამაშს!
gigo
13:13 19-07-2018
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
4
2
2
0
4
8
4
1
3
0
2
6
4
0
1
3
-5
1