კიდევ ერთი ფორვარდი - ქუთაისის "ტორპედომ" 18 წლის სურინამელი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატების შესახებ გვაუწყა.

ქართულ გუნდში ამიერიდან 18 წლის სურინამელი ფორვარდი გლეოფილო ვლიტერი ითამაშებს.

კლუბის ინფორმაციით, საფეხბურთო კარიერა ვლიტერმა სურინამის უმაღლეს ლიგაში დაიწყო. 2015 წელს ის პირველად გაემგზავრა ევროპაში, სადაც მისი შეძენა ბელგიურ "გენკს" და "ოსტენდეს" სურდათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კონტრაქტის გაფორმება ვერ მოხერხდა და ფეხბურთელს სურინამში დაბრუნება მოუწია.

"ტორპედოს" ცნობით, ვლიტერმა თავისი ქვეყნის 15 და 16-წლამდელთა გუნდებში ითამაშა. საფრანგეთში გამართულ ტურნირში, სადაც ვლიტერი სურინამის 15-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ის ტურნირის აღმოჩენად დაასახელეს. მოგვიანებით,
15 წლის ასაკში მას ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც უხმეს და გაიანას წინააღმდეგ ათამაშეს.

"ტორპედომ" ახალწვეული ევროპალიგის განაცხადში შეიყვანა და ფეხბურთელი გუნდთან ერთად "ვიკინგურთან" მატჩისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ რა გეჩქარებოდათ?)))
euhh
01:04 21-07-2018
0
გამაგებინოს ვინმემ რა აზრი აქვს ახლა ამდენი გეხბურთელის დამაყებას,ისეთ ჩემპიონატში როგორიც ჩვენ გვაქვს, მაინც რთული იქნება ძირეულად რამის შეცვლა,მესი რომ ჩამოიყვანონ მაინც გამოვარდებით ევროპა ლიგიდან,როგორ შეიძლება ეტთ კვირაში.გუნდი გაააკეთო,შეუძლებელია,მაგრამ მგონი აქ ტრანსფერებზე ფულის კეთება უფრო არის ვიდრე საქმის კეთება,ფრუიძემ ფაქტიურად უსახელო ფეხბურთელებით სასწაული მოახდინა,აი ნახავთ ამ ტრანსფერებით თუ რამე გამოვა,მაიმუნობა არის ეს ყველაფერი,შერიფთანაც პირველი.თამაში შემთხვევით მოვიგეთ,რას გვაშტერებთ რა გინდათ,შეწყვიტოს უნდა სასწრაფოდ სახელმწიფომ გუნდების ბიუჯეტიდან დაგინანსება,ინფრასტრუქტურა კი ბატონო,გუნდებმა თვითონ დაფინანსდნენ, მერწმუნედ ყველაფერი დალაგდება.
გოჩა
15:58 21-07-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული