მილოშ ლაჩნი: "ტორპედოს" წინსვლა და ახალ საფეხურზე ასვლა სურს, მე კი მინდა ამაში ჩემი წვლილი შევიტანო

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპდოს" Facebook გვერდი კლუბის ახალწვეულის მიროშ ლაჩნის ინტერვიუდან ამონარიდს აქვეყნებს, რომელიც სლოვაკურ მედიასთანაა ჩაწერილი.

"ტორპედოში" გადასვლა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე. მანამდე ის ვლადიმირ ვაისს ესაუბრა, რომელმაც კარგად დამახასიათა და მიხარია, რომ ეს ტრანსფერი შედგა

დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანი გავაკეთე. "ტორპედო" ქვეყნის ჩემპიონია და ევროტურნირებზე თამაშობს. ეს ჩემთვის გამოწვევაა. სამწუხაროდ, გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, მაგრამ თამაშს ევროპალიგაზე ვაგრძელებთ.

გული მწყდება, რომ გუნდს "შერიფთან" ვერ დავეხმარე: მაქსიმალურად ვეცადე, საბუთები სწრაფად მომეგვარებინა, თუმცა უეფამ განმეორებით მატჩში მონაწილეობის მიღებაზე უარი
მითხრა.

ტორპედოში" სლოვაკი მარეკ ჰლინკა დამხვდა. ის აქ სამი კვირაა და გუნდს უკვე კარგად იცნობს. ადაპტაციის გავლაში ისიც დამეხმარება.

სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე და კლუბთან ერთად ვარჯიში დავიწყე. ვესაუბრე ხელმძღვანელობას და მათ დიდი ამბიციები აქვთ. ქვეყნის ჩემპიონობის მერე, "ტორპედოს" წინსვლა და ახალ საფეხურზე ასვლა სურს, მე კი მინდა ამაში ჩემი წვლილი შევიტანო. იმედია, გამომივა!",- აღნიშნა ლაჩნიმ.

altქუთაისის "ტორპედომ" სლოვაკი ფორვარდი დაიმატა

alt"ტორპედოს" მეტოქე 567-კაციანი სოფლიდან - რა ძალას წარმოადგენს "ვიკინგური"?

მკითხველის კომენტარები / 2 /
აგერ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ლეგიონერების უმეტესობას მომდევნო ზაფხულამდე არ გააჩერებენ.:)
dato
11:47 23-07-2018
1
ერთი ტორპედო ავა ახალ საფეხურზე და მეორე ეს იქნება საფეხურის სიმბოლო
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული