"ტორპედომ" ბექა ტუღუშის გუნდიდან წასვლა იუწყა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" გუნდიდან ბექა ტუღუშის წასვლა იუწყა.

"ბექა ტუღუში ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი აღარ არის. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ჩვენი კლუბის მაისურით ტუღუშმა 7 სეზონი გაატარა. ითამაშა 132 მატჩში, სადაც 22 გოლი გაიტანა. ამ ხნის განმავლობაში, "ტორპედოსთან" ერთად ის ქვეყნის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი გახდა.

კლუბი მადლობას უხდის ტუღუშს ყველაფრისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Sad gaushvit....es kaci ver gamoviyenet kargi gagebit,amas ro teqnika aqvs me ar vici raaa....mshvidobit cmao da carmatebebi yvelgan da yvelafershi
ედუარდ ზარანდია
11:44 23-07-2018
0
და ასე ნაგავივით მოისროლეთ არა? ყოჩაღ ტორპედო
grisha
21:40 22-07-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული