39 ტრანსფერი ეროვნულ ლიგაში - დაბრუნებულები და ახალი სახეები

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში სატრანსფერო ფანჯრის დროს იმდენი ტრანსფერი კეთდება, ბევრ წამყვან ჩემპიონატს შეშურდება. სეზონი რახანია გახსნილია და უკვე არაერთი ფეხბურთელი ჩაიცვამს მიმდინარე სეზონში ახალ ფორმას.

სრული სატრანსფერო სურათის მისაღებად ვხელმძღვანელობთ გერმანული გამოცემა "ტრანსფერმარკეტის" დახმარებით. ინიციატივის სახით ვიტყოდით, რომ სასურველი იქნებოდა, მსგავსი ინფორმაცია ტრანსფერების შესახებ მუდმივად განახლებადი იყოს ეროვნული ლიგის საიტზეც.

დავიწყოთ მოქმედი ჩემპიონით, რომელსაც ამ ეტაპზე ყველაზე კარგი შევსება აქვს. ქუთაისის "ტორპედოში" 9 ახალი ფეხბურთელია:

  • "რუსთავიდან" - მათე ცინცაძე, მამუკა კობახიძე და ლევან გეგეჭკორი
  • "პეიკანიდან" - დაფე
  • "ბანიკ ოსტრავადან" - მარეკ გლინკა და
    ალექსანდრ აზაცკი
  • "შმონადან" - გლეოფილო ჰასელბანკი
  • "ჟილინადან" - მილოშ ლაჩნი
  • პლოვდივის "ბოტევიდან" - ლაზარ მარინი

თბილისის "დინამოს" ორი ფეხბურთელი დაემატა:

  • "სილკებორგიდან" - მათე ვაწაძე
  • "აფიპს აფიპსკიდან" - სტეფან სიკაჩი

ტრადიციულად, დიდი შევსება ჰქონდა "სამტრედიასაც", მაგრამ ამ ფეხბურთელთაგან საბოლოოდ რამდენი დარჩება და რა და როგორ იქნება, უცნობია. კლუბს დაემატა 11 ფეხბურთელი:

  • ქუთაისის "ტორპედოდან" - ოლეგ მამასახლისი, ჯაბა ლიპარტია, ბექა ტუღუში და გიორგი გურული
  • "დილადან" - ჯემალ გოგიაშვილი და გიორგი ფანცულაია
  • "შუქურადან" - დავით კუპატაძე
  • "რუსთავიდან" - თამაზ მაქაცარია და ავთო ენდელაძე
  • ხარკოვის "კობრადან" - სერგეი პოგორილი
  • "ავანგარდიდან" - დიმიტრი ულიანოვი

"საბურთალომ" 4 ფეხბურთელი დაიმატა:

  • "აშკელონიდან" - ვლადიმერ დვალიშვილი
  • "ბალმაზივაროშიდან" - ლაშა შინდაგორიძე
  • თავისუფალი აგენტი - დავით თარგამაძე
  • "დინამოდან" კლუბში დაბრუნდა ოთო გოშაძე
საჩხერის "ჩიხურაში" ქუთაისის "ტორპედოდან" დაბრუნდა მიხეილ სარდალიშვილი.

საინტერესო შევსება ჰქონდა გორის "დილასაც":

  • "ყიზილ ჟარიდან" - გოგიტა გოგუა
  • "ბნეი იეჰუნდადან" - გაირა იოფი
  • "დესნადან" - გიორგი გადრანი
  • ქუთაისის "ტორპედოდან" - თორნიკე გრიგალაშვილი
  • თავისუფალი აგენტი - ერიკს სანტოსი
ბოლნისის "სიონს" "ზლატე მორავცედან" გიორგი ჩოჩიშვილი დაემატა.

"რუსთავშიც" დიდი შევსება არის:
  • "საბურთალოდან" - თორნიკე თარხნიშვილი
  • "ლოკომოტივიდან" - თეიმურაზ ღონღაძე
  • "ნორჩი დინამო" - რაფალ ჩუკურა
  • "შუქურადან" - ელგუჯა ლობჟანიძე
  • "ლოკომოტივი" - გიორგი ხიდეშელი
  • კლუბში დაბრუნდნენ მარტვილის "მერანში" განათხოვრებული ფეხბურთელები - დათა სიჭინავა და ირაკლი კლიმიაშვილი

"კოლხეთსა" და "ლოკომოტივში" მატება არ არის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული