ბათუმი მაიამის ჰგავს - "ტორპედოს" სლოვაკი ლეგიონერი საქართველოზე წერს

AutoSharing Option
ფოტოები: facebook.com/MilosLacnyOfficial/

ქუთაისის "ტორპედოს" სლოვაკი ფორვარდი მილოშ ლაჩნი სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ წერს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისურმა კლუბმა 30 წლის ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი 20 ივნისს გააფორმა და მას შემდეგ მან "ტორპედოს" მაისურით 2 მატჩი გამართა, საიდანაც ერთში გოლის გატანა მოახერხა. კერძოდ კი, სლოვაკმა "ვიკინგურს" გასვლაზე ულამაზესი გოლი გაუტანა.


ლაჩნი საქართველოთი აღფრთოვანებულია და ამბობს, რომ შეუძლია აქ კონცენტრაცია ფეხბურთზე მოახდინოს. ფეხბურთელის პოსტიდან ჩანს, მას განსაკუთრებით მოეწონა ბათუმი. სლოვაკი ზღვისპირა ქალაქს მაიამისაც კი ა
დარებს.

"საქართველო ფუფუნებით და სიღარიბით არის შემკული. მე ძალიან მომწონს ეს ქვეყანა. ხალხი ფანტასტიკურია, ძალიან მეგობრულები არიან. ჩემთვის პრიორიტეტი კარგი საცხოვრებელი ადგილის მოძებნა იყო. აქ შემიძლია კონცენტრაცია ფეხბურთზე მოვახდინო.

რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი მენატრება, თუმცა აქ კარგი ფრენებია. ზოგჯერ ისინი ჩამოვლენ, ზოგჯერ მე ჩავალ მათთან. ქუთაისიდან 100 კილომეტრის მოშორებით არის ქალაქი ბათუმი. ბათუმი მაიამის ჰგავს. მართლა ამერიკას ჰგავს. ძალიან დიდი დრო გავატარეთ დედაქალაქ თბილისში. აქამდე საქართველო არასდროს მენახა, მაგრამ არც საქართველოს ვუნახივარ აქამდე. ველოდები ახალ გამოწვევებს უეფას თასზე", - დაწერა ლაჩნიმ "ფეისბუქზე".

Sportall.Ge

30 წლის ფორვარდის ბოლო კლუბი სლოვაკური "ჟილინა" იყო, სადაც 2017/18 წლების სეზონში მან 8 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედო" 9 აგვისტო ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანურ "კუკეშს" 21:00 საათზე დაუპირისპირდება. ბილეთის ფასი 4 ლარია.

altქუთაისის "ტორპედომ" სლოვაკი ფორვარდი დაიმატა

altმილოშ ლაჩნი: "ტორპედოს" წინსვლა და ახალ საფეხურზე ასვლა სურს, მე კი მინდა ამაში ჩემი წვლილი შევიტანო

მკითხველის კომენტარები / 8 /
სიღარიბე და ფუფუნება ერთმანეთშია არეულიო, კარგი დახადიათებაა რას ერჩი, წარმატებები ლაჩნის.
გოჩა
09:39 10-08-2018
0
არა ზედმეტი მოუვიდა ბათუმის და მაიამის შედარება.. ისე ნამყოფი ვარ და სიმართლე თუ გინდათ ძალიან მაგარია მაგრამ არც ისეთი განსაკუთრებული როგორც ჰოლივუდის ფილმებში და ასე შემდეგ.. აი სოხუმში არ ვარ ნამყოფი და სურათებით და ვიდეოებით რომ ვათვალიერებ რა მაიამი რის მაიამი .......
სანდრიკა
02:19 09-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული